შარდის ბუშტის სერიოზული დაავადებების 10 სიმპტომი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

2155

შარდის ბუშტის სერიოზული დაავადებების 10 სიმპტომი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

საყურადღებო საკითხია

რას მოიცავს შარდის ბუშტის გართულებები?

ზოგჯერ შარდის ბუშტის უჯრედები იცვლება და არ ფუნქციონირებენ ისე, როგორც წესია. ეს ცვლილებები საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში გართულებებს იწვევს, ზოგ შემთხვევაში კი არა.

ასეთი მდგომარეობების ზოგიერთი მათგანი კი მოიცავს:

არასიმსივნური პირობები, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები (UTIs) და თირკმლის ქვები

კეთილთვისებიანი სიმსივნეები, როგორიცაა პაპილომა ან ფიბრომა.

სამწუხაროდ, ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნე და კიბოც კი.

შარდის ბუშტის გართულებების ადრეული სიმპტომები კი შემდეგნაირია:

– სისხლი შარდში (ყოველ დროს ან პერიოდულად)
– შარდვის ხშირი მოთხოვნილება
– შარდვის ძლიერი ან უეცარი საჭიროება
– შარდვის გაძნელება
– წვა ან ტკივილი შარდვისას

შარდის ბუშტის გვიანი სიმპტომებია:

– მადის დაკარგვა, წონის დაკლება, ცხელება
– ნაწლავის ჩვევების შეცვლა
–  შეშუპება ფეხებში, scrotum (მამაკაცებისთვის) ან vulva (ქალებისთვის)
– ტკივილი სწორ ნაწლავში, ანუსში, მენჯში, გვერდით, ბოქვენის ძვლის ზემოთ ან ძვლებში.

როგორ ავიცილოთ თავიდან შარდის ბუშტის სხვადასხვა გართულებები:

არ მოწიოთ!:

მოწევას ათასობით ქიმიური ნივთიერებას შემოაქვს ორგანიზმში, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა გართულებებს. არა მხოლოდ არ უნდა მოწიოთ, არამედ უნდა მოერიდოთ უნდა მათაც, ვინც ეწევა. (როგორი შეუძლებელია დღევანდელ რეალობაში არა? სამწუხაროა 🙁

იზრუნეთ და შეამცირეთ ქიმიკატების ზემოქმედება:

დიდი რაოდენობით წყლის დალევა მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებს თქვენს შარდს და ზრდის შარდის გამოყოფასაც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ რეგულარულად ფილტრავთ და გამოდევნით ტოქსინებს თირკმელებიდან, რაც მათ ნაკლებ დროს აძლევთ შარდის ბუშტში დასარჩენად და ზიანის მისაყენებლად.

მიირთვით მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული: ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა უზრუნველყოფს სხვადასხვა გართულებების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტების მაღალ მიღებას. ბოჭკოვანი საშუალებები კი ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ მოძრაობას, ხოლო ანტიოქსიდანტები გაანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, სანამ ისინი დაავადებების გამოწვევას შეძლებენ.

Facebook კომენტარები