ხახვის ქერქი თმის ცვენის საუკეთესო საშუალებაა!

1334

ხახვის ქერქი თმის ცვენის საუკეთესო საშუალებაა!

ჩემზე გამოცდილი!

თმასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის და არა მარტო მათთვის – საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი საკითხია. რადგან თმა ხომ ნებისმიერი პიროვნების სილამაზის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელსაც ესაჭიროება მოვლა და ყურადღება.

დღეს კი გაგაცნობთ თმის მოვლისთვის და თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად (ან პრევენციისთვის) ერთ ერთ ყველაზე ჯანსაღ და ბუნებრივ პროდუქტს.ლიტრიანი ქილა მჭიდროდ შეავსეთ ხახვის კანით, დაასხით მას არაყი და დაუმატეთ  ამავე რაოდენობის ნივრის კბილი.

აღნიშნული საშულება კი  შეინახეთ 10 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, დროდადრო კი შეანჯღრიეთ.
სანამ თმას დაიბანთ შამპონით, მანამდე ამ ნაყენით შეიზილეთ თმის ძირები კარგად.

შემდეგ თავზე გადაიფარეთ საშხაპე ქუდი ან უბრალოდ ცელოფანი და 2-3 საათის განმავლობაში შემოიხვიეთ ზემოდან თბილი შარფი ან პირსახოცი.
ეფექტი საოცარია. თმა სწრაფად იზრდება და ხდება მეტად მოცულობადი/სქელი.

როგორც უკვე აღვნიშნე ეს საშუალება მეც გამოვცადე! შედეგმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა, გასაოცარია.

გახსოვდეთ ამ შედეგის მისაღებად საჭიროა აღნიშნული ინსტრუქციის სწორად შესრულება და ნაყენის რეგულარული გამოყენება, მთავარია არ დაიზაროთ შედეგი კი ნამდვილად არ დააყოვნებს. Წარმატებები!

Facebook კომენტარები