როგორ ვუმკურნალოთ ვენებს სახლის პირობებში?

2395

როგორ ვუმკურნალოთ ვენებს სახლის პირობებში?

ზედაპირული ვენების დაავადება უვითარდება ნებისმიერი ასაკის და აქტიობის ქალსა და მამაკაცს. უმეტესობას აღენიშნება ხილული ვარიკოზული ვენები, ზოგს კი დაავადების აშკარა ნიშნები არ აქვს.

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები ჩნდება ფეხების კანქვეშ. ამ გაფართოებული ვენების დანახვა ადვილია, რადგან ისინი გასქელებულია და დაგრეხილი. ჭარბი წონისას მათი გამოვლენა შესაძლოა გაძნელდეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილით დაფარვის გამო.

ცხენისწაბლას ნაყენი
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ, დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში
აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი
აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით, ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილასდადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ.

საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები
ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის არაჩვეულებრივია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები: თასში ჩაყარეთ 200 გ ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ.

თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს.

ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

ავშანი
აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 0,5 ლიტრი მაწონი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით - იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია