როგორ გავასუფთავოთ სისხლძარღვები ქოლესტერინისგან სახლის პირობებში..?!

1280

როგორ გავასუფთავოთ სისხლძარღვები ქოლესტერინისგან სახლის პირობებში..?!

ჩვენო ერთგულო მკითხველო ამ სტატიაში თქვენთვის მარტივი და ბუნებრივი საშუალებების რეცეპტები გვაქვს წარმოდგენილი !

1. ცაცხვის ყვავილებს ვყიდულობთ აფთიაქში. გაატარეთ ისინი ყავის საფქვავში. და ყოველდღე, 3-ჯერ დღეში,1 ჩაის კოვზი ფხვნილი ჩაყარეთ თბილ წყალში, და ისე მიირთვით. კურსი გრძელდება 1 თვე. შედეგად თქვენ არა მხოლოდ შეამცირებთ სისხლში ქოლესტერინის დონეს, გამოდევნით ორგანიზმიდან ტოქსინებს, არამედ ამავდროულად დაკარგავთ რამდენიმე კილოგრამს ჭარბ წონასაც.

2. ჩვეულებრივი ლობიო სასწაულებს ახდენს. საღამოს დაასხით წყალი ნახევარ ჭიქა ლობიოს ან ბარდას და დატოვეთ მთელი ღამე. დილით წყალი გადაწურეთ, ჩაანაცვლეთ მტკნარი წყლით, ჩაის კოვზით დაუმატეთ სოდა (გაზის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად), მოხარშეთ და მიირთვით ორ დოზად. კურსს ვაგრძელებთ 3 კვირის განმავლობაში. თუ დღეში მინიმუმ 100 გრ ლობიოს მიირთმევთ, მაშინ ქოლესტერინი დაახლოებით 10%-ით შემცირდება.3. ნიახურის ყუნწები დავჭრათ და ჩავყაროთ მდუღარე წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და მოაყარეთ სეზამის მარცვლები, შეგიძლიათ ცოტა მოაყაროთ მარილიც და ცოტა შაქარი "შეაზავეთ", გემოვნებისთვის დაუმატოთ ზეითუნის ზეთი. მიიღებთ გულიან და აბსოლუტურად მსუბუქ კერძს. მისი ჭამა შეიძლება რაც შეიძლება ხშირად. ერთადერთი უკუჩვენება დაბალი წნევაა. ასეთ ადამიანებს, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ ნიახურის ჭამა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია