წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ თქვენც, რომ სცადოთ!

1434

საოცარი შედეგი კომბოსტოს ფოთლის შეფუთვიდან!

წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ სცადოთ!

რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გაჩნდება, იმასთან დაკავშირებით როგორ გვეხმარება კომბოსტოს ფოთლით ფეხების შემოხვევა? როგორია მისი შედეგები? და ზოგადად როგორ ხდება ეს პროცესი?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხები მოცემულია ქვემოთ, ასე რომ აუცილებელია კითხვა განაგრძოთ..

მოგეხსენებათ მწვანე კომბოსტო ფართოდაა ცნობილი მისი ჯანმრთელობის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე

ეს ცნობილი ბოსტნეული არის ვიტამინების C, K და B1, B2, B6, კალიუმის, დიეტური ბოჭკოების, ფოლიუმის მჟავის, სპილენძის და მანგანუმის შესანიშნავი წყარო. გარდა ამისა, კომბოსტო მდიდარია ცილებით, ფოსფორით, კალციუმით, რკინით, ქოლინით, მაგნიუმით, პანტოტენის მჟავით და ნიაცინით.

არსებობს მრავალი საშინაო საშუალება, რომლებიც იყენებენ სპეციალურ კომბოსტოს ფოთლებს ჯანმრთელობის მრავალი დაავადების სამკურნალოდ. კომბოსტოს ფოთლებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნაოჭების, დეფორმაციების, ანთებებისა და წყლულების დროს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო კომბოსტოს ფოთლებს ან თავად კომბოსტოს იყენებდნენ ართრიტის ან სპორტული დაზიანებებით გამოწვეული სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად. კომბოსტოს ეფექტურ ფოთლებს იყენებენ ბუნებრივ მედიცინაშიც, როგორც იაფ და ბუნებრივ საშუალებად სახსრების ტკივილისა და ანთების დროს.

იმისდა გამო, რომ იგი განიხილება ალტერნატიული მედიცინის ნაწილად, როგორც ტკივილის შესამსუბუქებლად ბუნებრივ საშუალებად, ბევრი ართრიტით დაავადებული იყენებს კომბოსტოს ფოთლებს მედიკამენტების მიღების შესამცირებლად.

პოდაგრა:

ბევრი ადამიანი, ვისაც პოდაგრა აწუხებს, გარანტიას იძლევა, რომ თუ ფეხებს კომბოსტოთი შემოიხვევთ, შეგიძლიათ პოდაგრის ტკივილის შემცირება ან აღმოფხვრაც კი. უბრალოდ მოათავსეთ რამდენიმე კომბოსტოს ფოთოლი საყინულეში.

როდესაც ტკივილი გამოჩნდება, მოათავსეთ კომბოსტოს ფოთლები დაზიანებულ ადგილას. შემოიხვიეთ პირსახოცი გარშემო და ნება მიეცით სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას გაათბოს ფურცელი.

სახსრების ტკივილი:

ცნობილ შვეიცარიულ საავადმყოფოში, რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები ღამით იხვევენ შეშუპებულ სახსრებზე კომბოსტოს ფოთლებს . ეს ყველაფერი კი ტკივილისა და შეშუპების შესამსუბუქებლად.

ამ მკურნალობისთვის ექიმები იღებენ რამდენიმე კომბოსტოს ფოთოლს, ათავსებენ საჭრელ დაფაზე და ბეჟავენ მანს წვენების გამოყოფამდე. შემდეგ ათავსებენ ამ ფოთლებს შეშუპებულ სახსრებზე, ახვევენ სახსრებს მარლის სახვევებში. გვერწმუნეთ ეს პროცედურა დიდ შვებასთან ასოცირდება..

შეშუპებული ფეხები:

თუ მუდმივი ტკივილი გაწუხებთ ანთების გამო, უბრალოდ შემოიხვიეთ ფეხებზე კომბოსტოს ფოთოლი, რათა შვება მიიღოთ. კომბოსტოს აქვს წყლის შთანთქმის შესანიშნავი თვისებები და გამოაქვს ფეხებიდან ჭარბი სითხე.

აიღეთ თეთრი ან მწვანე კომბოსტოს ფურცლები, შედეთ საყინულეში, აცადეთ ცოტა გაცივდეს. შემდეგ ეს ფოთლები შემოიხვიეთ შეშუპებული ფეხზე და აწიეთ ფეხი მაღალზე 30 წუთის განმავლობაში.

გაფრთხილება:

თუ ფეხებს კომბოსტოს ფოთლებით შემოიხვევთ და ალერგიის ან ქავილის ნიშნებს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მოიცილეთ.

Facebook კომენტარები