თან გემრიელი და თან ტკბილი წამალია!
თუ წელიწადში ორჯერ გაიკეთეთ პროფილაქტიკა ამ რეცეპტით, რომელსაც ქვემოთ მოგცემთ, მაშინ მრავალი წლის განმავლობაში გული აღარ შეგაწუხებთ!
ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარებოდეს, მაგრამ ერთი რამ არ ექვემდებარება მას - სამუდამოდ ახალგაზრდად დარჩენა. ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზმი უფრო და უფრო იწურება და ამ პროცესს ვერ ვაჩერებთ, მაგრამ შეგვიძლია მისი შენელება.
გულის კუნთის გაძლიერება შეგიძლიათ წამლების გარეშეც: უბრალოდ, მაგალითად, დალიეთ კარტოფილის ბულიონი, რომელიც შეიცავს გულისთვის საჭირო კალიუმს. არის კიდევ ერთი, უფრო ტკბილი წამალი: ქიშმიში, გარგრის ჩირი. ასე რომ, თუ წელიწადში ორჯერ გაიკეთეთ პროფილაქტიკა ამ რეცეპტით, რომელსაც ქვემოთ მოგცემთ, მაშინ მრავალი წლის განმავლობაში გული აღარ შეგაწუხებთ!
შეიძინეთ ორი კილოგრამი ქიშმიში, გარეცხეთ და გააშრეთ. პირველი კილოგრამი ქიშმიში უნდა მიირთვათ თანდათან, დილით უზმოზე, საუზმემდე 40 წუთით ადრე, თითო 40 ცალი ქიშმიში. მეორე კილოგრამი ქიშმიში უნდა მიირთვათ, ყოველ დღე შეამციროთ უნდა ნელ ნელა ქიშმიშების რაოდენობა (40-დან 1-მდე). ქიშმიშის მიღებისას გამორიცხეთ სხვა ტკბილეული, რომ ზედმეტი წონა არ მოიმატოთ, წონა ხომ გულის მტერია. ასევე უფრო ხშირად მოხარშეთ გარგარის ჩირის კომპოტი.
და აი, კიდევ ერთი ტკბილი წამალი, რომელიც დაგეხმარებათ სუნთქვის გაძნელების მოშორებაში: აიღეთ ერთი ლიტრი თაფლი, გაატარეთ 10 კბილი ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ ათი ლიმონის წვენი და ყველაფერი აურიეთ ერთმანეთს. სემდეგ კი გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში დახურულ ბანკში.
დალიეთ ოთხი ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, მაგრამ არა ერთდროულად, არამედ ნელ- ნელა, ერთი კოვზი მეორის მიყოლებით. ეს შემადგენლობა საკმარისია ორი თვის განმავლობაში და რაც მთავარია არ გამოტოვოთ მიღების დღეები.