9 ყველაზე შედეგიანი ხერხი ფილტვების გასაწმენდად. მრავალჯერ ნაცადი მეთოდები

1547

9 ყველაზე შედეგიანი ხერხი ფილტვების გასაწმენდად. მრავალჯერ ნაცადი მეთოდები

როგორ გავისუფთაოთ ფილტვები?! შემოგთავაზებთ ფილტვების გასუფთავების რამდენიმე ხალხურ რეცეპტს.

ფილტვების გასუფთავებაში ხახვი და ნიორი დაგეხმარებათ. მათი ეთერზეთები შეიცავენ ფიტონციდებს, რომლებსაც გამწმენდი და მიკრობსაწინაააღმდეგო მოქმედება აქვთ. ერთი თავი ხახვი ან ნიორი გახეხეთ სახეხზე, შეურიეთ თაფლი ან შაქარი პროპორციით 1:1, გააჩერეთ თბილ ადგილას ორი საათით. მიღებული სიროფი დალიეთ ჭამის შემდეგ სამჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი – ასე გააკეთეთ კვირაში ერთი დღე.

გამოკვეთილად ანტისეპტიკური და გამწმენდი თვისებები აქვს ფიჭვის კვირტებს. ერთი სუფრის კოვზი ფიჭვის კვირტები თერმოსში ჩაყარეთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ჭამის შემდეგ ორჯერ დღეში. ეს რეცეპტიც კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.

ფილტვების გასასუფთავებლად ძახველსაც იყენებენ. ერთ ჭიქა ნედლ ან გამომშრალ ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, 5-6 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ გადაასხით თერმოსში, დაუმატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, დააყოვნეთ რამდენიმე საათით და მიიღეთ 100 მილილიტრი 3-4-ჯერ დღეში.

მოწევაზე უარის თქმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ფილტვებისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი მოწევისას არ ჩაისუნთქოთ კვამლი.

ფილტვების მკურნალობისთვის ეფექტურია კედარის, ნაძვისა და ფიჭვის წიწვების სამკურნალო საშუალებები. წიწვები კარგად უნდა დაირეცხოს და შემდეგ დაასხით ორი ჭიქა წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე 20-30 წუთი. მიღებული ნარევი გაწურეთ და დალიეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

მედიცინის სამკურნალო საშუალებებს შორის პოპულარულია ინჰალაციები. ძალიან სასარგებლოა ცხელი ინჰალაციები მცენარეების გამოყენებით. აფთიაქში შეძენილი გვირილა გახსენით 200მლ წყალში და შეისუნთქეთ ორთქლი. ასევე, შეგიძლიათ მოხარშოთ კარტოფილი კანიანად, გახეხეთ და შეისუნთქეთ მისი ორთქლი.

ერთ სუფრის კოვზ ევკალიპტის ფოთლებს 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 60-90 წუთი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და გლიცერინი. მიიღეთ ზედიზედ 30 დღის განმავლობაში, დოზით 50 გრ. 4-ჯერ დღეში.

6 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 0.25 ლიტრი ადუღებული წყალი, დატოვეთ ღამის განმავლობაში. მიიღეთ 60-70გრ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კულმუხოს ფესვის ნაყენი. 15 გრ. დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს 250 მლ. კარგად ადუღებული წყალი დაასხით, დააფარეთ ჭურჭელს და გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ 2-3 ჩაის კოვზი ნატურალური ტაფლი დაამატეთ. მიღებული სითხე უნდა მიიღოთ მთლიანად ერთი დღე-ღამის განმავლობაში.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია