ოკრას ჯანმრთელობის 6 გასაოცარი სარგებელი - დაემშვიდობეთ ამ გავრცელებული დაავადებების ჩამონათვალს . .!
დაემშვიდობეთ დიაბეტს, თირკმელების დაავადებას და ასთმას!
ბამია იგივე ოკრა წარმოუდგენლად ჯანსაღი ტროპიკული ბოსტნეულია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფასდება მრავალი სამკურნალო და კულინარიული თვისებებით.
ის 3500 წელზე მეტია რაც მოიპოვება და ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტელების მიერ. დღესდღეობით კი, ასევე ბევრი ადამიანი სარგებლობს მისი უნიკალური გემოთი და ჯანმრთელობის უთვალავი სარგებლით.
ბამია საოცრად მდიდარია C, K ვიტამინით და ფოლიუმის მჟავით, ასევე ბოჭკოებით, რომლებიც ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და არეგულირებს შაქრის შეწოვის სიჩქარეს.
ბამიაში შემავალი საკვები ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია მისი მოხმარების გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ის მდიდარია საკვები ნივთიერებებით.
ჩვენ შევეცდებით თვალსაჩინოდ გამოვავლინოთ ბამიის კვებითი ღირებულება შემდეგი რიცხვებით, რომლებიც ეფუძნება 1 ჭიქა (100გრ) ბამიას:
- ვიტამინი C - 16,3 მგ; ფოლიუმის მჟავა - 46 მიკროგრამი; ვიტამინი K - 40 მიკროგრამი.
- ვიტამინი A - 283; ბოჭკოვანი - 2,5 გრამი. რეკომენდებული დღიური დოზის 10%.
- ვიტამინი B6 - 0,2 მგ; თიამინი (ვიტამინი B1) - 0,1 მგ; ბეტა-კაროტინი - 225 მკგ.
- მაგნიუმი - 36 მგ; მანგანუმი - 0,3 მგ.
ის უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უამრავ სარგებელს, ძირითადად ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების მაღალი შემცველობისდა გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი 6:
მხარს უჭერს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას:
ბამია მდიდარია ბოჭკოებით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი საჭმლის მონელებისთვის. ის ასევე ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ამით ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ვიტამინი A ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას და ლორწოვანი გარსების სიჯანსაღეს.
ხელს უწყობს დიაბეტის თავიდან აცილებას:
ბოჭკოების, ისევე როგორც სხვა საკვები ნივთიერებების გამო, ბამია არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ეხმარება დიაბეტის დარეგულირებაში.
მკურნალობს თირკმლის დაავადებას:
ბამიის რეგულარული მოხმარება ხელს უშლის თირკმელების დაავადებას. კვლევამ აჩვენა, რომ „მათ, ვინც ყოველდღიურად ჭამდა ბამიას, ამცირებდა თირკმელების დაზიანების კლინიკურ ნიშნებს, ვიდრე მათ, ვინც უბრალოდ იცავდა დიაბეტურ დიეტას“. ის ასევე ასოცირდება დიაბეტთან, რადგან თირკმლის დაავადების შემთხვევების თითქმის 50% დიაბეტის შედეგია.
აქვე მოცემულია ამ შთამბეჭდავი მცენარის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი:
- ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნქციონირებას, ებრძვის შეკრულობას, ხელს უწყობს ჯანსაღ ორსულობას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ ზიანს, ასევე ხელს უშლის დიაბეტის განვიტარებას
- ხელს უწყობს წონის კონტროლს, თვალის ჯანმრთელობას და ხსნის სუნთქვის პრობლემებს, როგორიცაა ასთმა და ხველა.