კუჭის პრობლემები: ჩუმი მკვლელი - ყველაზე გავრცელებული სიმპტომები (არ უგულებელყოთ ისინი)
ჯანმრთელობის მხრივ ყოველთვის ყურადღებით იყავით!
სამწუხაროდ, კუჭის პრობლემების სიმპტომები იშვიათად ვლინდება მანამ, სანამ დაავადება მეტად არ გამწვავდება და სხვა ორგანოების დაზიანებასაც არ დაიწყებს. ეს კი ის ეტაპია, როდესაც მკურნალობა მეტად რთულდება. .
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ საიდუმლო მკვლელის შესაჩერებლად, სანამ ის თქვენს ორგანიზმში მოხვდება? პირველ რიგში და რაც მთავარია, შეიარაღდით ცოდნით კუჭის პრობლემების რისკ-ფაქტორებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების შესწავლით. კუჭის ზოგადი პრობლემების გამოვლენა ძნელია, რადგან როდესაც სიმპტომები საბოლოოდ ვლინდება, ისინი ხშირად იმდენად მსუბუქი ფორმითაა, რომ მას ვუგულებელყოფთ.
ამერიკის მკვლევართა საზოგადოება აცხადებს, რომ ესაა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს კუჭის სხვადასხვა პრობლემების შესახებ:
- საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა
- დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის არეში
- გულისრევა და ღებინება
- დიარეა ან შეკრულობა
- ასევე შებერილობა ჭამის შემდეგ, მადის დაკარგვა, სისუსტე და დაღლილობა, სისხლდენა (სისხლის ღებინება ან სისხლი განავალში)
ხოლო ყველაზე გავრცელებული ფაქტორები, რომლებიც ზრდის კუჭის პრობლემების განვითარების რისკს, მოიცავს შემდეგს:
- ასაკი (55 წელზე მეტი), სქესი (მამაკაცები ორი მესამედით უფრო მეტად არიან ამ პრობლემის მატარებლები ვიდრე ქალები)
- საკვები რაციონი მდიდარია შებოლილი, გამხმარი, დამარილებული და მწნილი საკვებით
- მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება
- ოჯახის ისტორია
- ბაქტერიის არსებობა, სახელწოდებით Helicobacter pylori, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლულების წარმოქმნა.
გაფრთხილება: იყავით ძალიან ფრთხილად და თუ გაწუხებთ კუჭის პრობლემებიდან ერთ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი მაინც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
მათ შეიძლება გირჩიონ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს (ექიმს, რომელიც სპეციალიზირებულია საჭმლის მომნელებელი დარღვევების საკითხებში) შემდგომი შეფასებისთვის! მხოლოდ ეს დაგეხმარებათ საბოლოოდ დარწმუნდეთ, რომ კუჭის რაიმე სახის პრობლემა არ გაქვთ!