ეს ნაზავი დაგეხმარებათ მოიშოროთ მუქი წრეები თვალების ქვეშ სულ რაღაც 15 წუთში!

1024

ეს ნაზავი დაგეხმარებათ მოიშოროთ მუქი წრეები თვალების ქვეშ სულ რაღაც 15 წუთში!

ის უზრუნველყოფს კანის ბზინვარებას ყოველკვირეული რეგულარული გამოყენების შემდეგ.

მოგეხსენებათ კანის პრობლემატურ სიაში თვალების ქვეშ მუქი წრეები ტოპ 5-შია. რადგან ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი აწყდება ამ არასასიამოვნო მდგომარეობას!

მუქი წრეებისა და თვალების ქვეშ შეშუპების ძირითადი მიზეზი ძილის ნაკლებობა, ზედმეტი მუშაობა, სტრესი, არასწორი კვება და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაა.

მუქი წრეების მოსაშორებლად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კრემის გამოყენება. მარტივი ხელნაკეთი ნიღაბიც მყისიერ შვებას მოგცემთ!

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ინგრედიენტები, რომლებიცალბათ უკვე ხელმისაწვდომიც კია თქვენს სამზარეულოში.

საჭირო ინგრედიენტები:

- თაფლი - 1 ს.კ.
- ახალი კიტრის წვენი - 1 ჩ.კ
- ახლად გახეხილი კარტოფილი - 1 ჩ.კ

ინსტრუქცია:

პატარა თასში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. კიტრის წვენი გამოწურეთ და 1 ჩაის კოვზი წვენი ასევე დაამატეთ თასში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ახალი კარტოფილი, წინასწარ გახეხილი და კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ სქელი პასტას კონსისტენციის მასა. შემდგომ წაისვით ეს პასტა თვალების ქვეშ მდებარე ზონაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

დათქმული დროის შემდგომ დაიბანეთ სახე გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემის თხელი ფენა. ეს ნიღაბი კვირაში 3-ჯერ უნდა გამოიყენოთ, რომ შედეგდ მიიღოთ ბზინვარე და სუფთა კანი.

მუქი წრეების გაქრობის შემდეგ, განაგრძეთ ამ ნიღბის გამოყენება ყოველ კვირას, რათა თავიდან აიცილოთ ისინი. ( პრევენციის მიზნით) ეს ნიღაბი არა მხოლოდ გაგიქრობთ მუქ წრეებს და შეშუპებას თვალების ქვეშ, არამედ ხელს უშლის აკნეს გაჩენასაც.

ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი და უმარტივესი რეცეპტი, რომელსაც არა ერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს უკვე თქვენს ხელთაა! მთავარია არ დაიზაროთ და თქვენც გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია