გასაოცარი რჩევები რომელიც გაციების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ! "ჩემი შვილები მისი დახმარებით გამოვაჯანმრთელე, ახლა თქვენც გირჩევთ"..
დღემდე საკმაოდ ბევრ ოჯახში არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ ვინმე ავად ხდება, ბევრი უნდა იკვებოს, რომ გამოჯანმრთელდეს. სინამდვილეში კი, სიმართლე გაციების და გრიპის კვების შესახებ სრულიად განსხვავებულია.
1) შეამცირეთ საკვების რაოდენობა:
როცა ავად ვართ, ორგანიზმის მთელი ენერგია მიდის გრიპთან და გაციების ვირუსებთან საბრძოლველად. იმ დროს, როდესაც ჩვენ მივირთმევთ ცხიმიან გაჯერებულ საკვებს, სხეულმა უნდა დახარჯოს მეტი ენერგია საჭმლის მონელებასა და ასიმილაციაზე და აღარ რჩება საკმარისი ენერგიის რეზერვები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადებას. მოუსმინეთ თქვენს სხეულს,საკმაოდ ხშირად ავადმყოფობის დროს საერთოდ არ გსურთ რაიმეს მირთმევა არა?, ამიტომაც ნურაფერს ნუ დააძალებთ თავს.
ავადმყოფობის დროს საუკეთესო საკვები მსუბუქი წვნიანი, ბოსტნეული და ხილია. არ დაგავიწყდეთ ბევრი სითხის მიღებაც.
2) ვაუმჯობესებთ კვების ხარისხს:
როცა ჯანმრთელები ვართ, არ ვიზღუდებით საკვებში, აბსოლუტურად ყველაფერს ვჭამთ და ჩვენი ორგანიზმი ამას მოთმინებით იღებს. თუმცა გაციების დროს ორგანიზმის სიძლიერე სუსტდება, მას არ რჩება ენერგია საკვების მოსანელებლად. ამიტომაც თქვენვე უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, მიეცით თქვენს ორგანიზმს საშუალება გაუმკლავდეს დაავადებას, მიაწოდეთ მას მაღალი ხარისხის, ნოყიერი საკვები, ის უნდა იყოს რაც შეიძლება ჯანსაღი და ადვილად მოსანელებელი.
იმისათვის, რომ არ გააღიზიანოთ სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი და საჭმლის მომნელებელი სისტემა, აუცილებელია გამოირიცხოთ ყველა სახის ცხარე, მარილიანი და ცხიმოვანი საკვები.
გაციებისა და გრიპის დროს უხდება ყველაზე საჭირო და სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი საკვები: კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ხახვი, წითელი წიწაკა, გოგრა, პომიდორი, კიტრი, ატამი, ნესვი, კივი, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, ორაგული, ინდაური. ესაა მსუბუქი საკვები, რომელიც ორგანიზმს მისცემს ძალას, უფრო ადვილად გაუმკლავდეს დაავადებას.
3) გაზარდეთ სითხის რაოდენობა:
მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც უნდა დაიცვათ იმისათვის, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ _ ესაა რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხის მიღება. უმჯობესია დალიოთ ვიტამინებით მდიდარი სასმელები: კენკრის ხილის წვენები, ჯანჯაფილის ჩაი. .
არ დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმს გაციების პათოგენებთან გამკლავებაში დასახმარებლად, სწორი კვების გარდა, რეკომენდებულია ისეთი ანტივირუსული პრეპარატების მიღება, როგორიცაა ანაფერონი. ის დაგეხმარებათ გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, იმუნიტეტის ამაღლებაში და სიმპტომების შემსუბუქებაში.
დაიმახსოვრეთ, გაციების და გრიპის მკურნალობის ინტეგრირებული მიდგომა ყველაზე ეფექტურ შედეგს მოგვცემს: ნუ უგულებელყოფთ დაავადებას, იმკურნალეთ ანტივირუსული საშუალებებით, როგორიცაა ანაფერონი, დაიცავით კვების წესები, ჰიგიენის წესები და დაისვენეთ მეტი. შედეგად ორგანიზმი ენერგიას მალევე აღიდგენს.