რეცეპტი ახალგაზრდებისთვის: ბიოსტიმულირებული ალოე ვერას წვენი

746

რეცეპტი ახალგაზრდებისთვის: ბიოსტიმულირებული ალოე ვერას წვენი

ყველაფერი ძალიან მარტივია!

ბიოსტიმულირებული ალოეს წვენი ძალიან ეფექტურია. აღადგენს და ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას. ყველას გისურვებთ სილამაზეს და ახალგაზრდობის შენარჩუნებას!

ვიღებთ: ალოეს ფოთლებს, მისი წლოვანება არუნდა იყოს 3 წელზე ნაკლები (ეს ყველაფერი კი მასში შემავალი სასარგებლო ნაერთების გამო გვჭირდება)

ასევე რჩევაა გამოყენებამდე არ მორწყოთ ყვავილი ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ საჭირო რაოდენობის ფოთოლი ამოჭერით ფესვიდან, შეფუთეთ მუქ ქაღალდში და შეინახეთ მაცივარში ქვედა თაროზე (2 კვირა). (მცენარისთვის ასეთ არახელსაყრელ პირობებში, როდესაც მასში ყველა სასიცოცხლო პროცესი იწყებს გაქრობას, ალოეს უჯრედებში წარმოიქმნება სპეციალური ნივთიერებები, რომლებსაც ბიოგენური სტიმულატორები ეწოდება. ისინი აღაგზნებს უჯრედების სასიცოცხლო აქტივობის გაქრობას). მას შემდეგ რაც ალოეს გავრეცხავთ ადუღებულ წყალში და შემდგომ უკვე გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ნარევი გაწურეთ მარლის მეშვეობით და გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით.

ვინაიდან ამ პროცესის შედეგად ბევრი წვენი მიიღება, მისი უმეტესი ნაწილი შეიძლება გაყინოთ კიდეც და შეინახოთ საყინულეში კუბების სახით. მას შემდგომში გამოიყენებთ საჭიროებისამებრ- სამკურნალოდ ან სილამაზის მიზნებისთვის.

მაგალითად: გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბიკით (აშორებს წვრილ ნაოჭებს)
- შეურიეთ 1 კუბიკი 1 კვერცხის გულს ან 1 ჩ.კ. თაფლს და დაიტანეთ სახეზე;
- შეურიეთ 1 კუბიკი 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს (ზამთარში);

- ხოლო ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, განაზავეთ ალოეს წვენი სპირტით 1:4 და ამ საშუალებით გაიწმინდეთ სახე.

ბიოსტიმულირებული წვენი მდიდარია ფერმენტებით. მისგან მიღებული პრეპარატები, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, ასტიმულირებენ დაავადებული ორგანოს უჯრედებს. ალოეს წვენიდან (სასურველია ბიოსტიმულირებული) შეგიძლიათ მოამზადოთ ზოგადი გამაძლიერებელი ნარევი, რისთვისაც იღებენ 100გრ წვენს, 500გრ კაკლის მარცვლებს, 300გრ თაფლს, 3-4 ლიმონის წვენს. მიიღეთ ეს ნარევი ჩაის კოვზი (ან დესერტის) 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

P.S. ალოეს შეუძლია გამოიწვიოს ალერგია, რეკომენდებულია ჯერ ტესტირება გაიაროთ, რომ დარწმუნდეთ არ ხართ ალერგიულნი ამ პროდუქტზე

თქვენ რა მიზნებისთვის და როგორ იყენებთ ალოეს?

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია