გაწუხებთ წელის ტკივილი? გაითვალისწინეთ: 3 მარტივი ვარჯიში, რომელიც აძლიერებს ზურგის კუნთებს

649

გაწუხებთ წელის ტკივილი? გაითვალისწინეთ: 3 მარტივი ვარჯიში, რომელიც აძლიერებს ზურგის კუნთებს

ყოველდღე შესასრულებელი საუკეთესო ვარჯიშები, რომლითაც ერთელ და სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილს

წელის ტკივილმა შესაძლოა შეგაწუხოთ როგორც ზრდასრულ ასაკში, ასევე ახალგაზრდობაშიც. ბევრისთვის ეს იშვიათი მოვლენაა, ზოგისთვის კი ჩვეულებრივი, ყოველდღიურობის ნაწილი.

თუმცა ჩვენ გირჩევთ, რომ არ მოითმინოთ არანირი ტკივილი, მითუმეტეს თუ ის საკამოდ დიდი ხანი გაწუხებთ, დროა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. და მკურნალობის ერთ-ერთი ეტაპი იქნება ქვედა ზურგის კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები. მათი ყოველდღიური შესრულებით, სამუდამოდ დაივიწყებთ პრობლემას!

მოდით დეტალურად გავეცნოთ მათ:

1. მენჯის აწევა: ესაა ერთ ერთი უმარტივესი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში და ამავდროულად აწიეთ მენჯი მაღლა, გააჩერეთ რამდენიმე წამი და როცა ძლიერ ტკივილს იგრძნობთ დაუბრუნდით თავდაპირველ მდგომარეობას. ამ ტიპის ვარჯიშის გამეორებების რაოდენობაა 10.

2. მუხლების მიზიდვა მკერდთან: კვლავ დაწექით ზურგზე, მიაახლოვეთ მუხლები მკერდთან რაც შეიძლება ახლოს, ამ მადგომარეობაშ ხელების დახმარებით დააფიქსირეთ პოზიცია და რამდენიმე წამის შემდგომ ჩამოწიეთ ფეხები. გაიმეორეთ 10-ჯერ (თითოეული ფეხისთვის).

3. პირიფორმის კუნთის დაჭიმვა. მწოლიარე მდგომარეობაში დაადეთ ერთი ფეხის ტერფი მეორე ფეხის მუხლის თავზე. მოხვიეთ ხელები იმ ფეხის მუხლის ქვეშ, რომელიც ზევითაა, ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას მუხლი ძლიერად გადაწიეთ გვერდზე. დარჩით ამ მდგომარეობაში 30 წამის განმავლობაში. უნდა გაიმეოროთ ეს ვარჯიში 3 ჯერ ( თითოეული ფეხისთვის).

ვარჯიშის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ თუ გაქვთ რაიმე უკუჩვენება და სერიოზული თანმხლები დაავადებები, რომლებიც ხელს გიშლით რაიმე ფიზიკური ვარჯიშის გაკეთებაში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია