Სისხლძარღვების გაძლიერების რამდენიმე რეცეფტი

1270

Სისხლძარღვების გაძლიერების რამდენიმე რეცეფტი

1. 1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2.  სახეხზე ჩახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

3. აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს.

შესანიშნავია სისხლის გასაწმენდად, გასაჯანსაღებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ეს ნაზავიც: ხორცსაკეპში გატარებულ 400 გრამ ნიორს დაამატეთ 24 ცალი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით.

ქილას დაახურეთ თხელი ტილოს ნაჭერი და თავი მოუკარით. გააჩერეთ 24 დღე. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და მიიღეთ ძილის წინ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები