უსიამოვნო კოჟრები და ხორცმეტები, რომლებიც ხშირად გვიჩნდება კანზე სამუდამოდ გაქრება თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ!

1080

უსიამოვნო კოჟრები და ხორცმეტები, რომლებიც ხშირად გვიჩნდება კანზე სამუდამოდ გაქრება თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ!

შესაძლოა ბევრი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ კოჟრების, (რომელსაც "მაზოლებსაც" უწოდებენ) გამომწვევი მიზეზი ხშირად არასწორად შერჩეული ფეხსაცმელია. ზოგადად  ფეხსაცმლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის უნდა იყოს რაც შეძლება კომფორტული და მოსახერებელი, ამვდროულად კი ფართო, რომ კოჟრების წარმოქმნა ავირიდოთ თავიდან!

ვინ არიცის მათ კი აგიხსნით რომ ე.წ "კოჟრი"- ესაა კანზე არსებული რქოვანი ნაწილის შესქელება, რომელიც ძირითადად ზედმეტი ხახუნის და ზეწოლის შედეგად ვითარდება. რაც შეეხება მათ "გავრცელების არეალს" ძირითადად ხელების და ფეხების ნაწილია. განსაკუთრებით კი ამ მიდამოებში მათი მოშრება განსაკუთრებულად ჭირს!

თუმცა რეკომენდებულია, რომ ყოველ საღამოს 10 წუთით მაინც ცხელ წყალში მოათავსოთ კიდურები და შემდგომ ცივი წყალი გადაივლოთ. ეს მეთოდი ერთის მხრივ დაგეხმარებათ კანის დარბილებაში და შემდგომ უკვე აი ასე უნდა მოიქცეთ:

რეცეპტები:

  • შეურიეთ ქრისტესისხლას ბალახი და ვაზელინი ან უმარილო ღორის ქონი 1 :4 პროპორციით. ხოლო მალამო მალე რომ არ გაფუჭდეს დაუმატეთ ცოტა კარბოლის მჟავა. ეს საშუალება კი გამოიყენეთ ყოველ საღამოს ცხელი წყლის ანდა სოდიანი აბაზანების შემდგომ
  • ასევე 10 წუთიანი ფეხების აბაზანის შემდეგ, კოჟრზე გაჭრილი ლეღვიც შეგიძლიათ დაიდოთ, ოღონდ შიდა მხრიდან. პროცედურა ერთი კვირის მანძილზე, ყოველდღე შეგიძლიათ ჩიატაროთ. აგრეთვე, ლეღვის ნახარშის წასმაც შეგიძლიათ იმ ადგილებზე, სადაც კოჟრები გაწუხებთ.
  • ასევე უმარტივესი მეთოდია: გათალეთ კარტოფილი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა მარლაზე, კარტოფილის სისქე საფენზე არ უნდა იყოს 1სმ-ზე ნაკლები სისქის. მარლა კარგად დაიფიქსირეთ მტკივან ადგილზე. პროცედურა დღეში რამდენჯერმე ჩაიტარეთ, ტკივილის გაქრობამდე.
  • და ბოლოს კოჟრის მოსაშორებლად ქილაში ჩაყარეთ ხახვის ნაფცქვენი, დაასხით სუფრის ძმარი იმ რაოდენობით, რომ ნაფცქვენი კარგად დაიფაროს. ქილას თავზე დაახურეთ პერგამენტის ქაღალდი, შემოაკარით ძაფი, გააჩერეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს უკვე, ამოიღეთ ნაფცქვენი, კოჟრის ირგვლივ ჯანსაღ კანს წაუსვით ვაზელინი და დააფინეთ ხახვის ნაფრცქვენი 2 – 3 მმ სისქეზე. კარგად გადაახვიეთ და მთელი დღე ასე გაიჩერეთ, დილით კი თბილი წყლის აბაზანა გაიკეთეთ ფეხებზე. კოჟრი კი ძალის გამოყენების გარეშე ააფხიკეთ. თუ ის ზომით დიდია პროცედურის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე, მის მთლიან მოშორებამდე.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია