სარეცხი საპნით დამზადებული საოცარი მალამოს რეცეპტი! მათთვის ვინ ჯერ კიდე არიცის მის სასარგებლო თვისებებზე
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ სარეცხი საპნისგან მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომელიც მართლაც,რომ სასწაულებს ახდენს!
ეს საშუალება კარგია აკნეს, ძირმაგარას და ნებისმიერი ანთებითი პროცესების ჩასაქრობად. ხოლო მის მოსამზადებლად საჭირო რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომია:
საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი კი შემდეგია:
- 1 ნატეხი სარეცხის საპონი. (უკეთესია ყველაზე არომატული და მუქი შეფერილობის)
– მუმიო. (იყიდება აფთიაქებში. 1 აბი – 2 გრ.)
– მზესუმზირის, სელის ან სხვა მცენარეული ზეთი.
– თაფლი
– პროპოლისი
– ფუტკრის ცვილი
რაც შეეხება მომზადების წესს:
წინასწარ გაამზადეთ გაზქურაზე დიდი მოცულობის წყლით სავსე ქვაბი და აადუღეთ.
შემდგომ უკვე აიღეთ ფართო და ღრმა ჭურჭელი, ჩადეთ ამ ქვაბში. ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება,რომ მალამო მოვამზადოთ წყლის ორთქლზე.
პატარა ზომის ქვაბში მოათავსეთ 2 ს.კ. გახეხილი საპონი. დაუმატეთ 10 გრ. ფუტკრის ცვილი (დაახლოებით 1 ს.კ გამოდის), 1,5 ს.კ. თაფლი, 1 აბი მუმიო, 1 ჩ.კ. ზეთი და ¼ ჩ.კ. პროპოლისი.
ეს საშუალებები ორთქლის აბაზანაზე ხარშეთ მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, პერიოდულად თან ურიეთ. ხოლო როდესაც შიგთავსი სასურველ კონსისტენციამდე მივა გადაიტანეთ სუფთა ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოყენების წესიც უმარტივესია:
ამ მალამოს გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, უბრალოდ წაისვით იგი პრობლემურ ადგილებზე.
ძირმაგარას შემთხვევაში კი, წაისვით ღამე. ბამბის დისკი დაიდეთ ზემოდან და დაიფიქსირეთ წებოვანი პლასტირით. ამ მეთოდის დახმარებით ძირმაგარა 3–4 დღეშო სრულიად გაქრება, უბრალოდ რეგულარული სახე მიეცით მალამოს გამოყენებას
ყურადღება, გაფრთხილებთ!
არ წაისვათ მალამო ღია ჭრილობაზე !
წინასწარ შეამოწმეთ, მალამოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ ალერგიული ხომ არ ხართ. ამის შემოწმებაც უმარტივესია, უბრალოდ იდაყვის მიდამოში წაისვით მცირე რაოდნეობით მალამო და გაიჩერეთ გარკვეული პერიოდი, თუ მის ირგვლივ არეალი არ გაწითლდა ან არ დაგეწყოთ წვის შეგრძნება - შესაბამისად მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ არგაქვთ შეუწყნარებლობა და მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი!