პრობლემების სრული სია, რომლებსაც აგვარებს აქტივირებული ნახშირი. ამის ცოდნა ნამდვილად ღირს!
გააქტიურებული ნახშირის 11 სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის
მეტეორიზმისა და შებერილობის წამალი:
ჩვენ ყველას გვაწუხებს აირები. საშუალოდ, ადამიანი აირებს დღეში 14-ჯერ გამოყოფს – ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. მაგრამ თუ გაწუხებთ მეტეორიზმი ან მტკივნეული შებერილობა, გააქტიურებული ნახშირი დაგეხმარებათ!
კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც აქტივირებული ნახშირი მიიღება ჭამის წინ, ნაწლავის აირების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ქოლესტერინის დონის დაქვეითება:
მაღალი ქოლესტერინი აორმაგებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ 8 გრამ აქტივირ ნახშირს დღეში სამჯერ ერთი თვის განმავლობაში, აღენიშნებოდათ "ცუდი" LDL ქოლესტერინის 41%-ით დაქვეითება და "კარგი" HDL ქოლესტერინის 8%-ით მატება!
თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება: ყოველდღიურად თქვენი თირკმელები ასუფთავებენ დაახლოებით 115-140 ლიტრ სისხლს, წარმოქმნის 1-2 ლიტრ შარდს, რომელიც შედგება ნარჩენებისგან და ჭარბი სითხისგან.
ღვიძლთან ერთად, თირკმელები ბუნებაში ყველაზე სრულყოფილი გამწმენდი სისტემაა.
თუმცა, შაქრის, მარილის, ცხოველური ცილების, ცხიმების და კონსერვანტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაავადება და უკმარისობაც კი. იმის გამო, რომ გააქტიურებული ნახშირი გამოდევნის შარდოვანას და შარდის სხვა ტოქსინებს, ის ეხმარება თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
კვებითი მოწამვლის სწრაფი მკურნალობა: საკვებით მოწამვლა ძალიან ხშირი შემთხვევაა- მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 48 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება!
ღებინების, დიარეის, კუჭის ტკივილისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი გზა, რომელიც აუცილებლად მოჰყვება მძიმე მოწამვლას, არის გააქტიურებული ნახშირის მიღება სიმპტომების პირველივე ნიშნების დროს.
გააქტიურებული ნახშირი რეკომენდებულია მოწამვლისთვის, რადგან ის სწრაფად ანეიტრალებს ტოქსინებს.
კბილების გათეთრება: გსურთ გქონდეთ ჰოლივუდური ღიმილი კბილების გათეთრების ძვირადღირებული პროცედურის გარეშე? საკმარისია კბილის ჯაგრისზე კვირაში 2-3 ჯერ გააქტიურებული ნახშირით მოაყაროთ და ისე გაიხეხოთ კბილები!
გააქტიურებული ნახშირი ასუფთავებს კბილის მინანქარს მიკროსკოპული ნაწილაკების ადსორბირებით, რომლებიც ქმნიან ნადებს.
ნაადრევი დაბერების პრევენცია:
დადასტურებულია, რომ გააქტიურებული ნახშირის რეგულარული გამოყენება ორგანიზმიდან შლის ტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ორგანოებს, ანადგურებენ უჯრედებს და აჩქარებენ სხეულის დაბერებას.
ასევე არსებობს თავის ტკივილის, გულისრევის და ზოგადი სისუსტის თავიდან აცილების შესანიშნავი გზა: სანამ დალევთ, მიიღეთ გააქტიურებული ნახშირი!