როგორ მოვიშოროთ სითხე მუხლის სახსარში?
გვინდა შემოგთავაზოთ ლოსიონის მარტივი რეცეპტი, რომელიც მუხლის სახსარში არსებულ არა მარტი ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ, არამედ მასში სითხის დაგროვებასაც შეუშლის ხელს
დღესდღეობით საკმაოდ გახშირებულია მუხლის დაზიანებები და მასთან დაკავშირებული პრობლემათა ჩამონათვალი. სხვადასხვა სახის სისხლჩაქცევები იწვევს სახსრის ტკივილს, ზოგიერთი დაზიანება კი იწვევს მათში სითხის გაჩენას და დაგროვებას.
ტრავმამ, სტრესმა ან მძიმე დაცემამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება მუხლის სახსრებში. ასევე უფრო კონკრეტულად რა სახის დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაგროვება?
1. მოტეხილობები
2. ლიგატების ან მენისკის დაზიანება
3. სისხლდენა მუხლის სახსარში.
რა ნიშნებია იმისა, რომ მუხლში სითხე გაქვთ?
1. დაზიანებული სახსრის მობილურობის გაძნელება
2. მუხლის სახსრის ზომის ზრდა
3. სისხლდენა
4. ძლიერი ტკივილი
ყველა ეს სიმპტომი თანდათან ვლინდება. ისინი ჩვეულებრივ ჩნდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში.
თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ან ძლიერი ტკივილები, გირჩევთ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. რადგან თვითმკურნალობა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო თქვენი ჯანმრთელობისთვის.
გვინდა შემოგთავაზოთ ლოსიონის მარტივი რეცეპტი, რომელიც არსებული პრობლემების მოხსნაში დაგეხმარებათ!
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- ახალი კვერცხის გული
შეურიეთ ახალი კვერცხის გული და მარილი და შემდეგ წაისვით ნარევი დაზიანებულ მუხლზე. შემოიხვიეთ მუხლი ცელოფნით და დაამაგრეთ ყველაფერი ელასტიური ბინტით.
ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა შეცვალოთ ეს ლოსიონი. შეეცადეთ გაიკეთოთ დღეში დაახოებით 5 პროცედურა მაინც.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პროცედურა არანაირ ზედმეტ ხარჯებთან არაა დაკავშირებული, მეტიც სრულიად ხელმისაწვდომია და რაც მთავარია უსაფრთხო!