სასწრაფოდ! თუ ჰემოგლობინის დონე მნიშვნელოვნად დაგიქვეითდათ აუცილებლად მიიღეთ ეს საშუალება
"დღევანდელ სტატიში მსურს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება რომელიც ხალხური მედიცინის დახმარებით ჩემს სასიკეთოდ წარიმართა . .
რამდენიმე წლის წინათ მძიმე ოპერაცია გადავიტანე და მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. დამინიშნეს რკინის პრეპარატები, რომლებმაც სულ მალე კუჭი გამიღიზიანა. ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ მიმეხედა ამ სატკივრისთვის.
დავიწყე ხალხური ფიტოთერაპიული საშუალებების ძებნა. ასეთ დროს ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენების ნარევი. თავდაპირველად ამ ნარევს ვსვამდი, მაგრამ მერე უკეთესი რეცეპტი მასწავლეს:
... 1/4 ჩ/ჭ ჭარხლის წვენი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში, დაუმატეთ ნახევარი ჩ/ჭ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1/4 ჩ/ჭ 50 გრადუსამდე შემთბარი ნაღები. ფრთხილად მოურიეთ და დალიეთ. ეს ნარევი უნდა მიიღოთ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ შეიმოწმეთ ჰემოგლობინი.
ასეთი ნარევი არ აღიზიანებს კუჭს, ორგანიზმს ძალას მატებს, აუმჯობესებს მხედველობას და თან ძალიან გემრიელია. კურსის ჩატარება უმჯობესია შემოდგომაზე, როცა ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით (თუმცა წლის ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ). მე ორი კურსი ჩავიტარე (შემოდგომობით). მას შემდეგ ჰემოგლობინი ნორმაში მაქვს და თავსაც კარგად ვგრძნობ."