დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი ყრუ ტკივილს და მქონდა სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვეშ, აი თურმე რისი ბრალი ყოფილა!
ჩემი წერილი მათ დააინტერესებთ, ვისაც ღვიძლი აწუხებს. დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი ყრუ ტკივილს და მქონდა სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვეშ. ერთხელ ამის შესახებ ჩემს მეგობართან დავიჩივლე. ბებიამისმა მაშინვე დამისვა დიაგნოზი ღვიძლი გაწუხებსო და წამალიც მასწავლა — შვრიის ნახარშია უებარიო.
2 სადილის კოვზ კარგად გარეცხილ შვრიას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ხარშეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გადაწურეთ და 1/3 ჭიქა თბილ-თბილი დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ. ჩემდა გასაოცრად, ტკივილიც და სიმძიმის შეგრძნებაც მალე მომეხსნა. თუმცა თავდაპირველად დიეტასაც ვიცავდი — არ ვჭამდი მწარეს, ნიგვზიანს, ცხიმიანს. ამანაც შედეგი გამოიღო და სულ მალე გამოვჯანმრთელდი.
მას შემდეგ შვრია ძალიან შევიყვარე, შვრიის ფაფასაც ხშირად გეახლებით და დროდადრო ნაყენსაც ვსვამ ხოლმე. ექიმის კომენტარი: შვრია ღირებული საკვები პროდუქტია. ხალხური მედიცინა მას დიდი ხანია იყენებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. შვრიის მარცვალში ოპტიმალური რაოდენობითაა ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები და B ჯგუფის ვიტამინები. მისი ნახარში კარგ შედეგს იძლევა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა (გასტრი- ტების, ენტეროკოლიტების, წყლულოვანი დაავადების, ჰეპატიტების) მკურნალობისას.
ფართოდ გამოიყენება შვრია და მისი პროდუქტები დერმატოლოგიურ პრაქტიკაში კანის ნორმალური ტროფიკის (კვების) აღსადგენად. B3 ვიტამინის შემცველობის გამო შვრია დადებითად მოქმედებს ეკზემის, ქრონიკული დერმატიტის და დიათეზის დროს. შვრიას იყენებენ კოსმეტოლოგიაში — მისგან დამზადებული ნიღბები ამკვრივებს მოდუნებულ კანს. - შვრია სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ნერვული სისტემის დაავადებები, ნაწლავის ატონია, გულის რიტმის დარღვევა.