დიდი ხნის განმავლობაში მქონდა დარღვეული საჭმლის მონელება საკმარისი იყო ცოტა ცხიმიანი საკვები მიმეღო, რომ მაშინვე ამეშლებოდა კუჭი,მიგროვდებოდა გაზებიც, ამიტომაც ამ ნაყენის მიღება გადავწყვიტე. .

1339

დიდი ხნის განმავლობაში მქონდა დარღვეული საჭმლის მონელება საკმარისი იყო ცოტა ცხიმიანი საკვები მიმეღო, რომ მაშინვე ამეშლებოდა კუჭი,მიგროვდებოდა გაზებიც, ამიტომაც ამ ნაყენის მიღება გადავწყვიტე. .

შემდგომ დამისვეს ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზი. დამინიშნეს ფერმენტული პრეპარატე. ბოლო დროს კი დამეწყო საშინელი შეტევითი ტკივილი. ექიმებმა წამლებიც გამომიწერეს, თუმცა ამან მხოლოდ უმნიშვნელოდ შემიმსუბუქა მდგომარეობა. ტკივილი პერიოდულად ისევ მაწუხებდა. ხალხური მედიცინის რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე პანკრეატიტის სამკურნალო მცენარეული რეცეპტი. დავამზადე ნაყენი და მივიღე. შედეგი მალევე ვიგრძენი. ახლა მხოლოდ დიეტის მკვეთრად დარღვევის დროს ვსვამ პანზინორმს და პერიოდულად ვამზადებ ხოლმე ნაყენს. ტკივილი კარგა ხანია, აღარ მქონია.

მცენარეთა ნარევის დამზადების წესი ასეთია: აიღეთ 3-3 ს/კ კამის თესლი და პიტნა, 2-2 ს/კ კუნელი და უკვდავა და 1 ს/კ გვირილა. აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ მიღებული ნარევის 2 ს/კ ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წთ-ის განმავლობაში. გადმოდგით, შეაგრილეთ და გადაწურეთ.

მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 სთ- ის შემდეგ. მე მიშველა და სცადეთ, იქნებ თქვენც წამლად გექცეთ.

ექიმის კომენტარი: ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობისას დიდი მნი=შვნელობა ენიჭება დიეტას — კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილით და მინიმალური რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცხიმებს, კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი, ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპია (კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები). ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს სანაღვლე გზების ფუნქციონირების მოწეს- რიგებას ფიტოთერაპიული საშუალებებით. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტ- ში შემავალ მცენარეებს აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ნაღველმდენი მოქმედება. ეს კომბინირებული ეფექტი უდავოდ დადებით შედეგს მოგვცემს პანკრეატიტის მკურნალობისას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია