მცენარეებზე უარს ნუ იტყვით ათეროსკლეროზის დროს – თუ თქვენ ათეროსკლეროზის მსხვერპლი ხართ მოკალათდით და დაიწყეთ კითხვა

1085

მცენარეებზე უარს ნუ იტყვით ათეროსკლეროზის დროს - თუ თქვენ ათეროსკლეროზის მსხვერპლი ხართ მოკალათდით და დაიწყეთ კითხვა

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.

ის სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენით ხასიათდება.  მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია.

ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია.

რისკ-ფაქტორები

ათეროსკლეროზი განსაკუთრებით სარისკოა მამაკაცებში 50 წლიდან და ქალებში 60 წელს ზემოთ.

რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რომლებსაც ათეროსკლეროზის გამოწვევა შეუძლიათ ძალიან ბევრია, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს.

რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: ასაკი, სქესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება.

ასევე ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს: ფიზიკური აქტივობების ნაკლებობას, ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ნერვულ ტრავმებს, ცხოვრების გადატვირთულ რიტმს და ა.შ.

გამოვლინებები

ათეროსკლეროზის გამოვლინება კლინიკურად სხვადასხვანაირი სახით გვხვდება. რადგანაც ათეროსკლეროზი აზიანებს მთავარ არტერიებს, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის, ტვინის, თირკმლის, ქვედა კიდურების არტერიების შევიწროებით გამოწვეულმა სიმპტომები. გამოვლინებებია:

გულის იშემიური დაავადება, რომელიც ვლინდება გულის არეში ტკივილის გამოვლინებით.

სისხლის მიმოქცევის მოშლა, რამაც შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს.

სიარულისას კიდურების ტკივილი, კოჭლობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებში შეიძლება გამოვლინდეს ერექციის დისფუნქციით

ალბათ არ არსებობს ადამიანი, სიტყვა „ათეროსკლეროზისთვის“ ყური რომ არ მოე-
კრას, მე კი იმათგანი გახლავართ, ვისაც არათუ გაუგონია ამ დაავადების სახელი, არამედ თვითონვე ქცეულა მის მსხვერპლად.

დამისვეს დიაგნოზი, გამომიწერეს ათასი წამალი და დამინიშნეს კვების რეჟიმი. გამოგიტყდებით, ქიმიურ წამლებზე მეტად ბუნებრივ საშუალებებს ვენდობი, ამიტომ გადავწყვიტე, დიეტასთან ერთად შინაური წამლებით მემკურნალა.

მინდა, ამ სტატიის საშუალებით  ყველას მივაწვდინო ნახარშის რეცეპტი, რომელიც ძალიან კარგია ათეროსკლეროზის დროს.

აიღეთ ნივრის რამდენიმე კბილი, გაფცქვენით, დანაყეთ ან წვრილად დაკეპეთ, 2 ჩაის კოვზს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ფითრის წვრილად დაკეპილი ფოთოლი და ამდენივე კუნელის ყვავილი.

ამ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დილამდე დააყენეთ.
მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია