ეს გასაოცარი ზეთი ყელის ტკივილის,ხველის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს თქვენი შეუცვლელი მკურნალი იქნება

813

ეს გასაოცარი ზეთი ყელის ტკივილის,ხველის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს თქვენი შეუცვლელი მკურნალი იქნება

დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება ყველასათვის კარგად ნაცნობ პროდუქტზე _ ესაა პროპოლისი, ერთგვარად უნიკალური  სამკურნალო უნარის მატარებელი ბუნებრივი წებო, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს.

გვინდა უფრო დეტალურად გაგაცნოთ მისი მომზადების და შემდგომში გამოყენების პროცესი:

პირველი კითხვა რასაც უნდა გაეცეს პასუხი ესაა- რა არის პროპოლისის ზეთი და როგორ მოვამზადოთ იგი:

პროპოლისის ზეთი პროპოლისის ზეთოვანი ექსტრაქტია. გაცხელებისას სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა ბალზამი, ფისი, ეთერზეთი და სხვა, ცხიმებში იხსნება, ამიტომ ორგანიზმი ადვილად ითვისებს მას. შედეგად სასარგებლო კომპონენტების თერაპიული მოქმედება ძლიერდება.

მისი მომზადების ეტაპები შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

  • ხარისხიანი კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ, შემდგომ უკვე მას დაქუცმაცებული პროპოლისი დაუმატეთ.
  • წყლის ორთქლზე 15-20 წუთი გააჩერეთ (მუდმივად აურიეთ), სანამ ზეთი ლიმონისფერი არ გახდება, ზეთი მარლით გაწურეთ.
  • მზა პროპოლისის ზეთი მუქ ქილაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

საინტერესოა რაში დაგეხმარებათ პროპოლისის ზეთი:

მისი მოქმედების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია, ესენია როგორც

  • ყელის და პირის ღრუს დაავადებები; ბრონქიტი, ტრაქეიტი, ფილტვების ანთება და სხვა დაავადებები, რომელთაც ხველა ახლავს; გასტრიტი, კუჭის წყლული და ეროზია, ნაწლავების პრობლემები;
  • ასევე დამწვრობა და დერმატოლოგიური ხასიათის სხვა პრობლემები; სოკოვანი ან ინფექციური წარმოშობის სხვა დაავადებები, ასევე პროცესები, რომლებიც ქსოვილების შეხორცების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მაშ როგორ გამოვიყენოთ იგი ხველის, ბრონქიტის, პნევმონიის და კუჭის დაავადებების დროს

როგორც წესი მისი გამოყენების მეთოდი კლასკურია, კერძოდ მის მცირე რაოდენობას ჩაის ან თბილ რძეს უმატებენ და დღეში რამდენჯერმე სვამენ. ერთი კურსის ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ხოლო რჩევა იქნება დოზირებასა და გამოყენების მეთოდებზე კონსულტანცია აუცილებლად ექიმთან გაიარეთ, რადგან თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაბამისად უნდა მოხდეს მის ორგანიზმზე მორგება

რაც შეეხება უკუჩვენებებს:

პროპოლისი და მასზე დაფუძნებული პრეპარატები უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც ზოგადად ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია, ბრონქული ასთმა და ფილტვების დაავადებები ასთმური კომპონენტებით აწუხებს. დანარჩენ შემთვევაშ აღნიშნული პროდუქტის გამოყენება უვნებელია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია