რამდენიმე წლის წინათ მკერდზე შემთხვევით მოვიგლიჯე ხალი, შემდგომი გართულებების დროს ჩემი წამალი კი ხახვის კანი გახლდათ! თან საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, თავადვე გაეცანით. .

990

რამდენიმე წლის წინათ მკერდზე შემთხვევით მოვიგლიჯე ხალი, შემდგომი გართულებების დროს ჩემი წამალი კი ხახვის კანი გახლდათ! თან საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, თავადვე გაეცანით. .

რამდენიმე წლის წინათ მკერდზე შემთხვევით მოვიგლიჯე ხალი. დამეწყო ძლიერი ტკივილები, შემიშუპდა მარცხენა ხელი და მკერდის მარცხენა ნახევარი. ჩემმა მეზობელმა ქალბატონმა, რომელიც კარგად ერკვევა ხალხურ მედიცინაში, მასწავლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. დავუჯერე და მალევე განვიკურნე კიდეც.

ჩემი წამალი კი ხახვის კანი გახლდათ: ავიღე ხახვის კანის სუფთა ფურცლები, უმჯობესია გარეთა. მაწიანი ფურცლები მოაშორეთ, შიგნითა სუფთა 4-5 ფურცელი დაიფინეთ ხალზე და დაიმაგრეთ პლასტირით. 4 დღის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი მოიბანეთ და ახალი საფენი დაიფინეთ. პირველი 4 დღის შემდეგ ყოველგვარი შეშუპება მომეხსნა და ტკივილიც დამიცხრა. ... ჩავიტარე სამი პროცედურა.

რამდენიმე წელია ის ხალი საერთოდ გამიქრა. ამ რეცეპტით ისარგებლა ჩემმა ნაცნობმაც, რომელსაც ხალი სიმსივნედ ექცა და ძალიან დიდი ზომისა გახდა. საკმაოდ დიდხანს იდებდა ხახვის კანის საფენებს და ხალი ნაწილ- ნაწილ ძვრებოდა. ახლა სრულიად ჯანმრთელია, არადა ონკოლოგიური პაციენტი გახლდათ.

გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა მინიმუმ ჩვენი წარმატებული გამოცდილების ფონზე მგონი ღირს თქვენც სცადოთ ამ მეთოდის გამოყენება! თან საუაბრი გვაქვს ხახვზე, რომელიც ნამდვილად არ დაგაზარალებთ თუკი პირიქით დადებითი შედეგი არ მოგცათ.

ჯანმრთელობას გისურვებთ მეგობრებო!

ექიმის კომენტარი: ხახვის ბოლქვი მდიდარია ცილებით, ეთერზეთებით, უჯრედისით, კალციუმის, ფოსფორის მარილებით, ზოგიერთი მიკროელემენტით. ხახვი შეიცავს აგრეთვე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს, A პროვიტამინს, B, B,, PP ვიტამინებს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ხახვში შემავალი ფიტონციდები თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას, რის გამოც ამ მცენარეს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

მას იყენებენ მწვავე რესპირატორული, ანგინების, ქრონიკული ტონზილიტისა და სხვა დაავადებების დროს. ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. საკმაოდ ეფექტიანია ხახვის გამოყენება კანის ჩირქოვანი პათოლოგიების, ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

მკითხველის მონათხრობიდან ჩანს, რომ ხალის დაზიანების შედეგად მოხდა ინფიცირება. ასეთ დროს მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და საქმე მძიმე გართულებამდე მივიდეს. ინფექციის გავრცელებისას აუცილებელია ზოგადი მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებების მიღება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია