გიზიარებთ გასაოცარ რეცეპტებს სახსრების ტკივილის სამკურნალოდ
საშინელ დღეში მქონდა ხელის თითები, ოდნავ სიცივეზეც კი ისე მტკივდებოდა,
მოძრაობა მიჭირდა. ხელთათმანებით ვიძინებდი, თითებს ბოლომდე ვერ ვშლიდი.
ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან უბრალო, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა:
ჭიქაში უნდა ჩააგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე წყალი. როცა შეგრილდება, გადაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს 3-ს და ასე ახვიდეთ 10 ფოთლამდე, შემდეგ ასეთივე თანმიმდევრობით ჩამოხვიდეთ 1 ფოთლამდე.
ამ ნაყენით შეგიძლიათ უმკურნალოთ ოსტეოქონდროზს, ართრიტს, ართროზს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაფნის ნაყენი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ამ კურსს ვიტარებ 6 თვეში ერთხელ. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სცადეთ, ეგებ თქვენც მოგიხდეთ.
2-3 ცალი მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 0,5 ჩაის ჭიქა მრავალძარღვასა და ხახვის წვენი, ძვლის ცხიმი, შედგით ნელ ცეცხლზე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ადუღეთ.
ამ ნახარშით გაიკეთეთ კომპრესი მტკივან ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და დაიტოვეთ მთელი ღამით.
2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ, მდუღარე წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.
სახსრების ტკივილს უხდება შვრიაც:
აიღეთ 1 ჭიქა, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.