მოხუცებისაგან გამიგონია, თურმე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას (ჩიყვს) ასე მკურნალობდნენ! მისი შედეგით პირადად მე ძალიან კმაყოფილი აღმოვჩნდი. .

1969
მოხუცებისაგან გამიგონია, თურმე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას (ჩიყვს) ასე მკურნალობდნენ! მისი შედეგით პირადად მე ძალიან კმაყოფილი აღმოვჩნდი. .

მოხუცებისაგან გამიგონია, თურმე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას (ჩიყვს) ასე მკურნალობდნენ: კაკლის ახალ ნაყოფს დაჭრიდნენ, ჩაყრიდნენ ქილაში, მოაყრიდნენ შაქარს, დადგამდნენ მზეზე, დუღილის შემდეგ გამოყოფილ წვენს აძლევდნენ ავადმყოფს.

აი მისი დამზადებისა და მიღების წესებიც: 

40 ც თხილის ზომის კაკლის ნაყოფი (რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გული) ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა მინის ქილაში ჩაყარეთ და ფენა-ფენა მოაყარეთ 400 გრამი შაქარი. ქილას დაახურეთ ხუფი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიტრი არაყი, კარგად აურიეთ და კიდევ დააყოვნეთ 2-3 დღე.

მიიღეთ ყოველდღიურად თითო სუფრის კოვზი. შეგიძლიათ კაკლის მასაც შეჭამოთ ან მხოლოდ წვენი მიირთვათ. აღნიშნული რეცეპტით მომზადებული წამალი ძალიან ეფექტიანია არაერთი დაავადების სამკურნალოდ.

კერძოდ, მას იყენებენ ჩიყვის, კოლიტების, ენტერიტების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს, თანაც, არაყი კონსერვანტის როლს ასრულებს და ნაყენი დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ.

ასევე მინდა რჩევა მივცე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანებს. ამ დაავადების მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა, რომელიც უნდა შევავსოთ. ამიტომ უნდა მიირთვათ იოდის შემცველი პროდუქტები: ლამინარია (ზღვის კომბოსტო), ბულგარული წიწაკა, ზღვის პროდუქტები. ხოლო კერძის მომზადებისას გამოიყენეთ იოდიანი მარილი.

ჩიყვს ძალიან უხდება კაკლის უღლის ნაყენიც, რომელიც ექიმის მიერ დანიშნულ წამლებთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ: 3 ს/კ დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ 70° C-იანი სპირტი ან არაყი. 21 დღე დადგით მზეზე, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ მცირე რაოდენობის წყალში გახსნილი 30-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი: ფარისებრი ჯირკვლის ყველა დაავადება იოდის ნაკლებობასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა იოდის ნაკლებობისას მართლაც საჭიროა იოდის შემცველი პრეპარატებისა და კვების პროდუქტების მიღება. კაკლის ნაყოფი ცნობილია, როგორც იოდის ბუნებრივი წყარო და მისგან მომზადებულ სხვადასხვა სახის პრეპარატს ფიტოთერაპევტები ხშირად ნიშნავენ ჩიყვის სამკურნალოდ. „კარაბადინში“ ერთ-ერთი მკითხველი გვირჩევდა კაკლის ნედლი ნაყოფის მიღებას. იოდის გარდა, კაკალი ბევრ ბიოაქტიურ და ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას.

Facebook კომენტარები