უმკურნალეთ ყელის ტკივილს ამ ნატურალური საშუალებებით. ამის შემდეგ მედიკამენტებზე უარს იტყვით

6132

უმკურნალეთ ყელის ტკივილს ამ ნატურალური საშუალებებით. ამის შემდეგ მედიკამენტებზე უარს იტყვით

ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ყელის მიდამოს ანთებაა. ეს ძირითადად გამოწვეულია გაციების ვირუსებით, თუმცა შეიძლება ბაქტერიული ინფექციაც მოვისაზროთ. ყელის ტკივილის პირველი ნიშანი არის ყელის კაწვრა, რის შედეგადაც ვითარდება ყელის ტკივილი,რაც  ზოგჯერ ყლაპვას ართულებს.ამ დროს ყელი წითელია და ანთების კერები ვითარდება.

ყელის ტკივილის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში. ჩვენ გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს:

კარტოფილის სახვევები

კარტოფილი იდეალურია ყელის ტკივილისთვის. მას ნელ-ნელა გამოაქვს სიმხურვალე სხეულიდან. კარტოფილის სახვევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამოდენიმე კარტოფილი.მოხარშეთ კარგად და ჩაჭყლიტეთ. ნელ-თბილი პიურე მოათავსეთ სამზარეულოს ტილოზე და შემოიხვიეთ ყელზე, მის ზემოდან კიდევ შემოიხვიეთ შალი. გაიჩერეთ 20 წუთი.

მარილიანი წყალი 

1 ს/კ მარილი გახსენით 1 ლ თბილ წყალში. გამოივლეთ ყელში რამოდენიმეჯერ. მარილს აქვს სამკურნალო ეფექტი ყელის ტკივილის დროს და ამცირებს ყელის ტკივილის შეგრძნებებს.

ცხელი რძე თაფლით

ეს სახლის საშუალება ნამდვილად გვეხმარება ყელის ტკივილის განკურნებაში. გაათბეთ 250მლ/ლ რძე ქვაბში. დაუმატეთ 2 ს/კ ნატურალური თაფლი და დალიეთ პატარ-პატარა  ყლუპებით.

შეინარჩუნეთ ყელში ტენიანობა საღეჭი რეზინის საშუალებით

დღის განმავლობაში ეცადეთ გამოიყენოთ საღეჭი რეზინი. პირში ნერწყვი ხელს უწყობს ყელის მუდმივ დატენიანებას და ყელის ტკივილს განკურნებას.

ხახვის წვენი

ყელის ტკივილისა და გაციების დროს, როცა ანთება ვითარდება, ხახვი პირველია მათ სამკურნალოდ. უბრალოდ გამოწურეთ ხახვის წვენი, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და გააჩერეთ მთელი ღამე. მიიღეთ მეორე დღეს მისი წვენი. არასასიამოვნო გემო აქვს, სამაგიეროდ ძალიან ეფექტურია.

ბევრი სითხე

დალიეთ ძალიან ბევრი ჩაი ან თბილი წყალი(არავითარ შემთხვევაში ცხელი ჩაი). ყელში გაღიზიანებული ლორწოვანი გარსი ამ გზით ტენიანდება და აძლიერებს პათოგენებს.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია