არდაკარგოთ დრო! ახლავე გაეცანით საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოტანაში!

1073

არდაკარგოთ დრო! ახლავე გაეცანით საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოტანაში!

ეს ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოტანაში!

ამისათვის კი მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს: 1. 1 ჩ/ჭ დაკეპილი მზესუმზირის ფესვები 3-5 წუთი ადუღეთ 3 ლ წყალში. გადაწურული ნახარში სვით 3 დღე. გამოყენებული ფესვები არ გადაყაროთ — შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე, შემდეგ ხელახლა დაასხით 3 ლ წყალი და ისევ ადუღეთ, მაგრამ ამჯერად 10 წუთი. ასევე მოიქეცით მესამედაც, ოღონდ ამჯერად ფესვები 15 წუთი ადუღეთ. დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დალიოთ 3-დან 6 ჭიქამდე ნახარში (იმის მიხედვით, რა სახის კენჭები გაქვთ).

2. გარეცხილ, გათლილ და წვრილად დაჭრილ 2 დიდ თავ ჭარხალს დაასხით 3 ლ ცივი წყალი და თავდახურული დადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ ისე, რომ წყალმა დუღილი არ შეწყვიტოს. დაახლოებით 5 საათის დუღილის შემდეგ მიიღებთ ბლანტ წვენს. ნახარში გადაწურეთ ქილაში, ჭარხალი გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ და დაუმატეთ ნახარშს.

წვენი უნდა შეინახოთ მაცივარში და სვათ ოდნავ შემთბარი, 50-50 გ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ანდა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ.

– ეს ორი საშუალება ერთად სასწაულებს ახდენს. ვისაც ვასწავლე, ოპერაციას გადაურჩა. თქვენც იმავეს გისურვებთ.

ექიმის კომენტარი: მზესუმზირის თესლი მდიდარია ზეთით, ცილებით, ნახშირწყლებით, ფიტინით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. მზესუმზირის ღერო და ყვავილედი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი მოქმედებით ხასიათდება, აგრეთვე, აწესრიგებს ნაწლავურ ფლორას. ყვავილის ფურცლების სპირტიან ნაყენს იყენებენ მალარიის სამკურნალოდ, მადის მოსაყვანად. ფესვების სამკურნალო თვისებების შესახებ ფარმაკოპეაში მონაცემები არ არის. ჭარხალი შეიცავს ცილებს, უჯრედისს, შაქრებს, ცხიმებს, საღებავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს (მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს), ასკორბინის მჟავას, B1, B2, P, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ბეტაინს. ჭარხლის ყველა ნაწილი გამოიყენება საკვებად.

იგი სამკურნალო-დიეტური თვისებების გამო ბევრი დაავადების დროს ინიშნება რაციონში. უჯრედისი და ორგანული მჟავები ასტიმულირებს კუჭის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, რაც სპაზმური კოლიტების დროს დადებით შედეგს იძლევა. ვიტამინებისა და რკინის სიუხვის გამო ჭარხლის მიღება კარგ შედეგს იძლევა ანემიების დროს. ჭარხალი კარგია მათთვის, ვისაც აწუხებს თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარხალში შემავალი კალიუმი ანტიარითმიული მოქმედებისაა, მაგნიუმი — წნევის დამწევია, იოდი — დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე. ტრადიციულ მედიცინაში ჭარხლის წვენი ჰიპერტონიული და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

Facebook კომენტარები