ფრთხილად! ორსულობის დროს ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ!

1249

ორსულობის დროს ხშირად გვინდება სხვადასხვა პროდუქტები, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც არაა სასურველი ორსულებისთვის. მათ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები როგორც  ბავშვისთვის ასევე და დედისთვის. ამ პროდუქტების გამო შეიძლება ბევრი პრობლემაც კი გაუჩნდეს ორსულს, რადგან ისინი ინფექციებს იწვევს.

1. უმი ან ცუდად მომზადებული ხორცი ან კვერცხი, მათ შორის, ე.წ. გლაზოკი და თოხლო კვერცხი.

2. 
არაპასტერიზებული წვენები, რადგან ისინი  შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს.არაპასტერიზებული რძე, რადგან მასში შეიძლება იყოს ბაქტერიები: კამპილობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, სალმონელა ან ლისტერია.

4.
 არაპასტერიზებული რბილი ყველი: ბრი, ფეტა, როკფორი, ჭყინტი ყველა – ისინიც შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს ან ლისტერიას.

5.
 უმი ღივები, მაგალითად, იონჯის ღივები, რადგან ისინი ნაწლავურ ჩხირს ან სალმონელას შეიძლება შეიცავდეს.

6.
 რაციონში მოერიდეთ ისეთ თევზს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ვერცხლისწყალს მაღალი ოდენობით (ზვიგენი, ხმალთევზა, თინუსი).

7.
 ალკოჰოლური სასმელი.

8. 
ბალახეულის ჩაი, განსაკუთრებით, თუ არ ხართ დარწმუნებული მის ზუსტ შემადგენლობაში.

9. 
ხორცისა და ზღვის პროდუქტების ცივი პაშტეტები.

10.
 ცხობის დროს არ გასინჯოთ უმი ცომი, რადგან მის შემადგენლობაში, როგორც წესი, უმი კვერცხი გამოიყენება, რომელშიც შეიძლება სალმონელა იყოს.

11.
 უმი და მოუხარშავი ზღვის პროდუქტები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებსა და პარაზიტებს.

12. 
მზა ნაყიდი სალათები, რადგან მათ შემადგენლობაში შეიძლება იყოს გაურკვეველი წარმომავლობისა და ხარისხის ლორი, ქათამი ან ზღვის პროდუქტები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია