ბრინჯი მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, რომლებიც ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად სჭირდება, კალიუმით – უმთავრესი ელემენტით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმითა და იოდით.ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა, მათი მეშვეობით ბრინჯი აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე, წმენდს ორგანიზმს.
ბრინჯით ორგანიზმის გაწმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ნაწლავებისა და სისხლის გასაწმენდად მთელი თვის განმავლობაში კვირაში ერთი დღე მხოლოდ ბრინჯი მიირთვით:
კარგად გარეცხილ 2 ჩაის ჭიქა ბრინჯს დაასხით 4 ჩაის ჭიქა წყალი. წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ. მარილს ნუ დაამატებთ, არც ცივი წყალი გადაავლოთ. განტვირთვის დღეს ბრინჯისა და წყლის მეტს ნურაფერს მიიღებთ, ბრინჯი შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ.
ნაწლავების გასასუფთავებლად და სახსრებისთვის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ძილის წინ, ბოლო ულუფა საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ 5 მარცვალი უმი ბრინჯი მიირთვით. შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ