სტაფილოს ფოჩებს არასდროს ვყრი, არამედ ზამთრისთვის ვიმარაგებ! მინდა თქვენც გასწავლოთ მისი სარგებლიანობის შესახებ
დღევანდელ სტატიაში გვსურს გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ სტაფილოს ფოჩები თქვენივე ჯანმრთელობის სასარგებლოდ! არავითარ შემთხვევაში გადაყაროთ ისინი!
სტაფილოს ფოჩი ნამდვლად გამოგადგებათ, რადგან ისინი ბევრ სასარგებლო თვისებებს ფლობენ. მეტსაც გეტყვიტ მას ხალხურ მედიცინაში გასტრიტის სამკურნალოდ,წნევის შესამცირებლად, ცისტიტის და შარდკენჭოვანი დაავადების დროს აქტიურად იყენებენ. გარდა ამისა, ფოჩი სისხლძარღვებს აძლიერებს. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებს.
მისგან მზადდება სასწაულმოქმედი ჩაი – მისგან მომზადებული ჩაი ძალიან არომატული და ოდნავ მწარე სასმელია, თუმცა მარტივად კეთდება. 1 სტაფილოს ფოჩი აიღეთ და 1 ლ ჩაი მოადუღეთ, რომელიც ორგანიზმის ტონუსს გაზრდის.მის მოსამზადებლად კი დაგჭირდებად შემდეგი აუცილებელი ინგრედიენტები:
- 3 ჟოლოს ფოთოლი
- 3 მოცხარის ფოთოლი, 2 ვაშლის ფოთოლი
- 2 ალუბლის ფოთოლი, 1 სტაფილოს ფოჩი
- 1 ლ წყალი, თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი კი შემდეგია :
ყველა ფოთოლი შეაგროვეთ. კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ჩაიდანში მოათავსეთ.
ასევე სტაფილოს ფოჩიც კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ფოთლებს დაუმატეთ. შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. ფინჯნებში ჩაასხით და სურვილის შემთხვევაში თაფლი დაუმატეთ.
რეკომენდაციები ჩაის შესანახად – ჩაის ინგრედიენტები (ფოთლები და სტაფილოს ფოჩი) აუცილებელ პროპორციებში დააქუცმაცეთ და გაახმეთ, რომ ქილაში შეინახოთ. ასე არომატულ და გემრიელ ჩაის ზამთარშიც მოამზადებთ.
როგორც ხედავთ, სტაფილოს ფოჩის გადაგდება არ შეიძლება. მისი გამოყენებით სასარგებლო ჩაის მარტივად მოამზადებთ. ახალი ფოჩი სალათებს და ბოსტნეულის გარნირს შეგიძლიათ დაუმატოთ. შედეგად ამ ინგრედიენტით კერძი უფრო მკვებავი გახდება.