სტრეპტოციდი, ნოშპა და ციტრამონი - მთავარი კითხვა _ კვლავ ეფექტურია, თუ არა ადრინდელი მედიკამენტები?
დღევანდელ სტატიაში ჩვენ მიმოვიხილავთ ისეთ ცნობილ მედიკამენტებს, რომლებიც წლების წინ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, თუმცა წლებთან ერთად სააფთიაქო ქსელებში მათი შესყიდვები შემცირდა.
საინტერესოა რა გახდა ამის მიზეზი და ისინი კვლავ ნამდვილად გამოირჩევიან ეფექტურობით თუ ეს ყოველივე მითია. .
მოდით დავიწყოთ სტრეპტოციდით- ერთ ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოთხოვნადი მედიკამენტით, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საუკეთესო ანტიბაქტერიულ საშუალებად. თუმცა დღესდღეობითაც ჰყავს ამ მედიკამენტს ერთგული მომხმარებელი, რომელთაც სჯერათ, რომ ყელის ტკივილისთვის ის საუკეთესოა. სინამდვილეშ კი გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მითია , რადგან ყელის ტკივილს ხშირად ვირუსული ბუნებისაა, სტრეპტოციდი კი ვირუსებზე არ მოქმედებს.
ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობია ციტრამონი - ის დღემდე არ კარგავს პოპულარული ტკივილგამაყუჩებლის "ტიტულს". მისი გამოყენებისას ჩვენ გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ: ციტრამონი შეიცავს კოფეინს, ამიტომ თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ ან არტერიული ჰიპერტენზია, მოერიდეთ ციტრამონის ხშირად მიღებას. ასევე ციტრამონი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას, რაც კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც სასურველი არაა მისი დიდი რაოდენობით გამოყენება
დღევანდელი სტატია ისე როგორ ჩაივლიდა, რომ ნო-შპა არ გვეხსენებიანა. ის ხომ დღემდე რჩება ყველაზე მოთხოვნად წამლად, არადა მისი ხშირად გამოყენებაც მავენებელია. რადგან იწვევს უძილობას და სხვა გვერდით ეფექტებს.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი წამლები მართალია კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობენ, თუმცაისინი ნამდვილად აღაარაა შეუცვლელი. რადაგან სააფთიაქო ბაზარზე უფრო სწრაფმოქმედი და ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე საშუალებებიც გამოვიდა.
თქვენი გადასაწყვეტია რომელ მედიკამენტს მიანდობთ საკუთარი პრობლემის მოგვარებას, თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ მედიკამენტები ყველაზე ბოლო გამოსავლად დაიტოვეთ, მანამდე გამოიყენეთ ხალხური ტრადიციული რეცეპტები, რომელთა გვერდითი ეფექტები ხშირად ძალიან მინიმალურია ან არც კი არსებობს.