მადლიერი ვარ ამ საშუალების, რას წარმოვიდგენდი, რომ ცისტიტს როდისმე თავს დავაღწევდი! ნუ დანებდებით, ახლავე სცადეთ ეს მეთოდი. .

703

მადლიერი ვარ ამ საშუალების, რას წარმოვიდგენდი, რომ ცისტიტს როდისმე თავს დავაღწევდი! ნუ დანებდებით, ახლავე სცადეთ ეს მეთოდი. .

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს?

უწინარეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალება, ჩაი იქნება ეს თუ ბალახების ნაყენი, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებითი და არა ძირითადი. ისინი აღადგენს შარდის მჟავიანობას და მექანიკურად გამორეცხავს შარდის ბუშტს, მაგრამ ანთების გამომწვევ ბაქტერიებს ვერ სპობს.

დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება.

და მაინც საკმარისია თუ არა ანტიბიოტიკების მიღება? სამწუხაროდ, არა. აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე რადგან ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი სოდიანი სასმელები რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოშის წოწოქურა (მორსი). ასევე საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაი, დათვის კენკრა, წითელი მოცვის ფოთლების ნახარშიც

- როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან? ერიდეთ გადაცივებას. დაიცავით პირადი ჰიგიენა, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს. სვით ბევრი სითხე (განსაკუთრებით კარგია შტოშისა და წითელი მოცვის მორსი). რეგულარულად შედით ტუალეტში — შარდის შეკავება შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად მოჭერილ ტანსაცმელს. ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში — ეს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს. ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას, ერიდეთ შეკრულობას.

იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშივაშიც კი ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.

ახლა კი გავეცნოთ თუ რას გვირჩევს ხალხური მედიცინა ცისტიტის დროს:

დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა შარდის ბუშტის ანთება. ექიმებმა ქრონიკული ცისტიტი დამიდგინეს. წამლებიც დამინიშნეს, მაგრამ ერთი კვირა რომ კარგად ვიყავი, მეორე კვირას, შემცივდებოდა თუ არა, ისევ მეწყებოდა ტკივილი, წვა და უსიამოვნო შეგრძნებები.

მეზობელმა მასწავლა ცისტიტის სამკურნალო მარტივი რეცეპტი, რომელიც მართლაც ძალიან მომიხდა. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ სამყურას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს წამალი უებარი ყოფილა ცისტიტების, პიელონეფრიტების, დერმატიტების (კანის ანთების) და მომატებული მჟავიანობის დროს.

ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ რეცეპტი ჩემს დიაბეტიან ნაცნობს ვასწავლე, რომელსაც თირკმელებიც აწუხებდა და, თურმე, შაქრის დონე მას შემდეგ სისხლში სულ ნორმაში აქვს.

ექიმის კომენტარი: სამყურა წვრილი, მორუხოყვავილებიანი 25-30 სმ სიმაღლის ბალახია. ხალხი მას ფისუნია ბალახსაც უწოდებს. სამყურას ყვავილობისას კრეფენ, მას ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, მთრიმლავი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი და სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი მოქმედება ახასიათებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია