“მქონდა დიფუზური მასტოპათია! ოპერაციის გაკეთებაზე უარი ვთქვი, ხოლო ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებებით მემკურნალა, მეც ვენდე და მათი მეშვეობით დავამარცხე ჩემი დაავადებაც . .”

489

"მქონდა დიფუზური მასტოპათია! ოპერაციის გაკეთებაზე უარი ვთქვი, ხოლო ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებებით მემკურნალა, მეც ვენდე და მათი მეშვეობით დავამარცხე ჩემი დაავადებაც . ."

მქონდა დიფუზური მასტოპათია. ოპერაციის გაკეთებაზე უარი ვთქვი. ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებებით მემკურნალა და თვითონვე მომიტანა სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი რეცეპტები.

მათი მეშვეობით დავამარცხე ჩემი დაავადება. ტკივილისა და წვის შეგრძნების მოსახსნელად ვიკეთებდი კომპრესებს და ვსვამდი ბალახების ნაყენს. ექიმმა, რომელმაც შეიტყო, რომ მცენარეებით განვიკურნე, მითხრა: გაგიმართლა, რადგან მცენარეთა მოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურიაო.

ჩემი დაავადება სელმა განკურნა: 1 ს/კ სელის თესლი 1 ჩ/ჭ წყალში წამოადუღეთ, შეაგრილეთ. დაასველეთ შიგ ბამბა და დაიდეთ მტკივან ადგილას. მე თვითონვე აღმოვაჩინე, რომ თუ სელის მარცვლებს მცირე რაოდენობით მდუღარე წყალს დაასხამთ და რამდენიმე საათით გააჩერებთ, გამოყოფს სასარგებლო ლორწოს. ეს დარბილებული მასა გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ მკერდზე.სასარგებლოა, აგრეთვე, კომბოსტოს ფურცლის დაფენა.

ყოველ მეორე დღეს ვამზადებდი სპეციალურ ნარევს: წყალში გაქნილი ჭვავის ფქვილის ფაფას დაუმატეთ ალოეს წვენი ან გახეხილი ფოთლები, თაფლი. პროპორციებს ზუსტი დაცვა არ სჭირდება. ასე ყოველდღიურად ვიკეთებდი ხან ერთ, ხან მეორე სახის საფენს, თან ვსვამდი ძალიან გემრიელ წამალს, რომელსაც თავად ვამზადებდი:

2 კგ ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ ყავის საფქვავში დაფქული კაკლის უღელი, 50 გ არყის ხის კვირტები და 1 ს/კ ასისთავა. აურიეთ, მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაუმატეთ თითო ს/კ თაფლი და ალოეს წვენი. დადგით 12 დღე, დროდადრო ურიეთ. მიიღეთ თითო საჩაროზე კოვზი 3-ჯერ დღეში ნაყენის გათავებამდე. რამდენიმე თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

მოხარული ვიქნები, თუ ჩემი წამალი გამოგადგებათ!

ექიმის კომენტარი: რეცეპტში მოყვანილი ყველა კომპონენტი სხვადასხვა დროს განხილული იყო „კარაბადინის“ რუბრიკაში. თითოეული მათგანი ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილოვანი ცვლის მომწესრიგებელი ეფექტით ხასიათდება. თაფლი და ალოე ორგანიზმის იმუნურ თვისებებს აწესრიგებს. ამდენად აღნიშნული რეცეპტი უთუოდ წაადგება ორგანიზმს ქსოვილოვანი პათოლოგიების სამკურნალოდ. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მასტოპათიის უკონტროლოდ მიტოვება არ შეიძლება და აუცილებლად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა დაავადების დინამიკური დაკვირვებისთვის

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია