ყველაზე ეფექტური საშუალება, თუ როგორ გამოვაჯანმრთელოთ გამომშრალი და დამსკდარი ქუსლები

1835

დამსკდარ და გამომშრალ ქუსლებს ისე ვერცერთი ქიმიური საცხი ვერ უშველის, როგორც ბუნებრივი საშუალებები, ამიტომ ჩვენ გირჩევთ 5 რეცეპტს, რომელიც მარტივია და თან ეფქტური.

1. ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდისფერი წყალი

თბილ წყალს დაამატეთ 3 მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ გლიცერინი და 2 ჩ/კ ვარდისფერი წყალი. ამ ნაზავში ფეხები 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ცალკე 1 ჩ/კ გლიცერინი, ვარდისფერი წყალი და ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში, მიღებული ნაზავით ქუსლები შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, გაიმეორეთ კვირაში 3-4ჯერ.

2. მცენარეული ზეთი

დაიბანეთ ფეხები და გამშრალების შემდეგ ცოტა მცენარეული ზეთი ქუსლებზე წაისვით და მთელი ღამით შეხვეული გაიჩერეთ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაიტარეთ.

3. ვაზელინი და ლიმონის წვენი

ფეხები 15 წუთით თბილ წყალში ჩააწყეთ. გამშრალების შემდეგ კი 1 ჩ/კ ვაზელინი და ლიმონის წვენი ქუსლებზე წაისვით და მთელი ღამით შეხვეული გაიჩერეთ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. თაფლი

ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი და 5 ლიტრა თბილი წყალი. მიღებულ ნაზავში ფეხები 20 წუთით ჩააწყეთ, გამშრალების შემდეგ და მკვებავი წაისვით.

5. ზეითუნის ზეთი

1 ს/კ ზეითუნის ზეთს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და 1 ჩ/კ თბილი წყალი. მიღებული ნაზავი დღეში რამდენჯერმე წაისვით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია