ეს იაფი საშუალება (დიმექსიდი) სახსრების ტკივილის დროს ეფექტურად დამეხმარა! ნამდვილად მისი მადლიერი ვარ დღესაც კი

13229

ეს იაფი საშუალება (დიმექსიდი) სახსრების ტკივილის დროს ეფექტურად დამეხმარა! ნამდვილად მისი მადლიერი ვარ დღესაც კი

დიმექსიდი ესაა ერთ ერთი ქიმიური ნივთიერებაა, სითხე კრისტალების სახით, რომელსაც კარგი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბევრი სხვა ნივთიერებისგან განსხვავებით გარეგანი გამოყენების დროს დიმექსიდი კანის ბარიერში ნამდვილად აღწევს. დიმექსიდი კანზე წასმისას ორგანიზმში ნამდვილად იწოვება და შიგნით მუშაობს, დაავადების კერაში ანთებას ამცირებს. ითვლება, რომ მას შთანთქმელი თვისება აქვს და გამოყენების ადგილას ნივთიერებათა ცვლასაც კი აუმჯობესებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ართროზის სამკურნალოდ, რომელიც პირველ რიგში, მუხლების და სახსრების ართრიტით მიმდინარეობს.

დიმექსიდის საფენების მომზადებაც საკმაოდ მარტივია – თუ დიმექსიდზე ალერგია არ გამოგივლინდათ რაც წინასწარვე მცირე ტესტის საშალებით თავადვე შეგიძლიათ განსაზღვროთ, შემდგომ უკვე თამამად შეგიძლიათ პროცედურა ჩაიტაროთ. 1 ს/კ დიმექსიდი აურიეთ 1 ს/კ ცხელ წყალს. დაგჭირდებათ მარლა (და არა ჩვარი), სასურველია აფთიაქში სტერილული მარლა შეიძინოთ. მარლა მზა ხსნარში გაჟღინთეთ და დაზიანებულ სახსრებზე დაიფინეთ, ზემოდან ცელოფნით, შემდეგ კი კვლავ ბამბის ფენა ან ბამბის ქსოვილი დაიფარეთ. 20 წუთიდან 1 საათი (მეტი არა!) გაიჩერეთ. პროცედურა დღეში ერთხელ გაიკეთეთ. სამკურნალო კურსი 15-20 მსგავსი აპლიკაცია, ანუ საშუალოდ 2-3 კვირა.

დიმექსიდის არასწორი გამოყენება – გიზიარებთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც დიმექსიდის გამოყენების დროს უშვებენ, გაეცანით და თქვენც გაფრთხილდით

წყალს არასწორად ურევენ: ზოგიერთ პაციენტს დროის დაზოგვა სურს, ამიტომ დიმექსიდს და წყალს წინასწარ ურევს ერთმანეთში, მთელ ბოთლს ქილაში ასხამს და ამდენივე წყალს უმატებს. ასე გაკეთება არ შეიძლება. პრეპარატი წყალთან ქიმიურ რეაქციაში მაშინვე შედის და მეორე დღეს სამკურნალო ეფექტი ეკარგება

საფენის მოქმედების დროს ზრდიან. ბევრ პაციენტს სურს, რომ საფენის მოქმედების ვადა გაახანგრძლივოს. ისინი სახსრებზე საფენს მთელი ღამე იჩერებენ და შედეგად, მკურნალობის ნაცვლად კლასიკური ქიმიურ დამწვრობას იღებენ. სწორედ ამიტომ, გთხოვთ: თვითმკურნალობა შეწყვიტეთ, პრეპარატის გამოყენების წესები ზუსტად დაიცავით.

მარლას არ იყენებენ: კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც პაციენტები უშვებენ. მარლის ნაცვლად ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა ქსოვილს იყენებენ. მაგალითად, ერთმა პაციენტმა ფერადი ნაჭრით საფენი გაიკეთა, რამაც მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვია. დიმექსიდი არა მხოლოდ თავად აღწევს კანში, არამედ სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებიც თან შეყავს. ამ შემთხვევაში ჩვრიდან საღებავებიც თან გაიყოლა, რამაც ალერგია გამოიწვია, ამიტომაც გაზგასმით ვამბობთ სტერილური ბინტია საჭირო

უკუჩვენებები –პრეპარატი ძალიან ალერგიულია, ამიტომ მკურნალობის წინ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ. დიმექსიდი ბამბით კანის მცირე ნაწილზე წაისვით და ცოტა ხნით დაელოდეთ. თუ მძაფრი სიწითლე და ქავილი შეგაწუხებთ, სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ. თუ რეაქცია არ გაქვთ ან მხოლოდ მსუბუქ ჩხვლეტას გრძნობთ, მედიკამენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოყენების წესები მკაცრად დაიცავით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია