ფილტვების გამწმენდი სასმელი: ეს ყველა მწეველმა უნდა სცადოს!

839

ფილტვების გამწმენდი სასმელი: ეს ყველა მწეველმა უნდა სცადოს!

Ძალიან სასარგებლოა!

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოწევა ნამდვილად ერთ ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ჩვევაა, რასაც კი ჩავდივართ. თუმცა ეს ინფორმაცია, რატომღაც მაინც არ გვიშლის ხელს რომ შევწვიტოთ ეს ყოველივე!

სასარგებლო სასმელი ფილტვების გასაწმენდად:

სამი ძირითადი ინგრედიენტი ააქტიურებს ამ საოცარ სასმელს: კურკუმა, ჯანჯაფილი და ხახვი. ყველა მათგანს აქვს ჯანმრთელობისთვის განსხვავებული სარგებელი, მაგრამ კომბინირებისას ისინი ქმნიან ძლიერ და გემრიელ ფილტვების გამწმენდ ნარევს.

კურკუმა ესაა სანელებელი ინდოეთიდან, რომელიც ფართოდაა ცნობილი თავისი ცოცხალი ოქროსფერი შეფერილობით. მას ასევე აფასებენ მისი ჯანმრთელობის სარგებლიანობის გამო. ის მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, აქვს დაავადებებისადმი საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. თუ ეს სანელებელი არ არის თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი, მაშინ დღეიდან აუცილებლად უნდა დაამატოთ

ჯანჯაფილი კი ყველაზე ხშირად გამოიყენება კუჭის დასამშვიდებლად, მაგრამ მას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ერთ-ერთი თვისებაა ფილტვებში ჭარბი ლორწოს შემცირების უნარი, რაც მოწევის შედეგად განსაკუთრებით გროვდება.

და ბოლოს, ხახვს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და დაავადებების საწინააღმდეგო თვისებები. იგი გამოიყენება გარკვეული ტიპის დაავადებების სამკურნალოდ, რაც აჩვენებს, რომ მას შეუძლია შეაფერხოს მავნე უჯრედების შემდგომი ზრდა.

ნარევის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

- 2 ს.კ კურკუმა
- 400 გრ ხახვი
- ცერის ზომის ჯანჯაფილის ფესვი
- 400 გრ ბუნებრივი დამატკბობელი (თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი)
- 1 ლიტრი წყალი

მომზადება:

შეურიეთ დამატკბობელი წყალში და გააცხელეთ ადუღებამდე. დაჭერით ჯანჯაფილი და ხახვი და დაუმატეთ მასას, ასევე მიიყვანეთ ადუღებამდე. ბოლოს დაუმატეთ კურკუმა და შეამცირეთ სითბო.

გააცხელეთ, სანამ თავდაპირველი რაოდენობის მხოლოდ ნახევარი დარჩება, დარჩენილი ნაწილი კი გადაწურეთ შუშის კონტეინერში.

აცადეთ ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გაცივდეს, შემდეგ შედგით მაცივარში.
მიირთვით 2 ს.კ. ყოველდღიურად, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, ჭამიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

მოწევაზე  შეიძლება დამოკიდებული იყოთ, მაგრამ არასდროსაა გვიან თავის დანებება. ეს პროცესი ადვილი ნამდვილადა არ იქნება, თუმცა ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალება დაგეხმარებათ ფილტვების გასუფთავებაში და მოწევისადმი თავის დანებების პროცეს ბევრად გაამარტივებს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია