დიზაინერული რადიატორი – როცა გათბობა დიზაინის ნაწილი ხდება

8

კვადრატული ფორმები, რელიეფური ზედაპირი, სხვადასხვა ფერი და ხელოვნების ნიმუშების დონემდე აყვანილი ნამუშევრები – სწორედ ასეთია თანამედროვე დიზაინერული რადიატორი. არსებობს ევროპული პრემიუმ ბრენდების კოლექციები, რომელთა შექმნაზეც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები ზრუნავენ. მათი შთაგონების წყარო სხვადასხვაა და შესაბამისად, განსხვავდება რადიატორის ფორმებიც. 

გათბობის წყაროდ განკუთვნილი პროდუქტი წლებია სახლებში მხოლოდ ფუნქციური ნივთი არ არის. ის ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, ზოგჯერ აქცენტურ ზონას სწორედ ცენტრალური გათბობის რადიატორები ქმნიან. 

მაგალითად, წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც კვადრატის ფორმის რელიეფური რადიატორებია განთავსებული და ინტერიერს იდეალურად ერწყმის. ანდაც, რადიატორი, რომელიც პლანეტების თემითაა ინსპირირებული. თითოეული ასეთი გათბობის წერტილი ყურადღების მიღმა არ რჩება და აქცენტურ ზონას ქმნის. 

რადიატორი ინტერიერში ორ როლს ასრულებს – სივრცეს ათბობს და მის ვიზუალურ ხასიათს აყალიბებს. მისი ინტერიერში ჩართვა სხვადასხვა გზით შეიძლება. შესაძლოა ის ოთახში ნაკლებად შესამჩნევი იყოს ან პირიქით – პირველი ის გხვდებოდეთ თვალში. 

წლების წინ რადიატორებს ხშირად ფარდებით ან სპეციალური პანელებით ფარავდნენ – ეს იმიტომ, რომ მათი ფორმა არ მოსწონდათ. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა. ევროპული პრემიუმ ბრენდების რადიატორების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, რომ გათბობის სისტემა საერთო დიზაინის ნაწილად იქცეს.

როცა რადიატორი თავად არის აქცენტი

დიზაინერული რადიატორები განსხვავდება ფორმით, ზომითა და ზედაპირის დამუშავების ტიპით. ზოგიერთი მათგანი მინიმალისტური, სწორი ხაზებით გამოირჩევა, ზოგი კი სკულპტურულ ობიექტს ჰგავს. არსებობს კოლექციები, რომლებიც ყველასგან გამორჩეულია. ზოგიერთი მათგანი ყურადღებას გეომეტრიული ფორმებისა და რელიეფური ზედაპირის გამო იქცევს.

ვერტიკალური რადიატორები განსაკუთრებით გამოსადეგია ვიწრო კედლებზე, სადაც ჰორიზონტალური რადიატორისთვის საკმარისი ადგილი არ არის. ისინი კედლის სიმაღლეს უსვამს ხაზს და ინტერიერს მკაფიო ფორმას სძენს. ჰორიზონტალური მოდელი კი შეიძლება ფანჯრის ქვეშ განთავსდეს და ინტერიერს ასე შეერწყას. 

ფერი კიდევ ერთი საშუალებაა, რომ რადიატორი სივრცის საერთო ხასიათს მოარგოთ. კედლისგან განსხვავებული ტონალობის მოდელი თვალში საცემი აქცენტი იქნება. აბაზანაში კი დიზაინერული პირსახოცის საშრობი ერთდროულად პრაქტიკულ და დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს.

რადიატორი კედლის ფერში – tone-on-tone მიდგომა

თუ გსურთ, რადიატორი ინტერიერში ნაკლებად შესამჩნევი იყოს, შეარჩიეთ კედლის ფერთან მიახლოებული მოდელი. ამ მიდგომას tone-on-tone ეწოდება. მსგავსი ტონალობები ერთიან სურათს ქმნის და რადიატორს კედლისგან ვიზუალურად მკვეთრად არ გამოყოფს.

საბოლოო შედეგზე მოქმედებს არა მხოლოდ რადიატორის ფერი, არამედ კედლის ზედაპირიც. კედლის საღებავები სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით განსხვავდება. კედლის ფერის შერჩევისას გაითვალისწინეთ, როგორ შეიძლება გამოჩნდეს მის ფონზე რადიატორი.

თუ ინტერიერში ბუნებრივი მასალები ჭარბობს, რადიატორის ფერი შეგიძლიათ იატაკის ტონალობასაც შეუხამოთ. მაგალითად, მუხის პარკეტი თბილ ფერთა გამას ქმნის, რომელსაც ნეიტრალური ან მასთან შეხამებული ფერის რადიატორი შეიძლება მოუხდეს. 

საბოლოოდ, არჩევანი, რასაკვირველია, თქვენი გემოვნებისა და ინტერესების შესაბამისად უნდა გააკეთოთ. 

დეტალები, რომლებიც შედეგს განაპირობებს

აუცილებელია, რადიატორის დიზაინი რემონტის დაწყებისას შეარჩიოთ. წინასწარ განსაზღვრეთ, როგორი ფორმის რადიატორის შეძენა გსურთ, სად დაამონტაჟებთ მას და ძირითადი აქცენტი იქნება თუ არა. 

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტექნიკური მახასიათებლებიც გაითვალისწინოთ. მაგალითად: ოთახის ფართობი, იატაკის საფარის ტიპი, სითბოს განაწილების უნარი, ეკოლოგიურობა, ხარისხი და გამძლეობა. ყველაზე კარგი ვარიანტია ევროპული პრემიუმ ბრენდების კოლექციები აირჩიოთ. ისინი თანამედროვე ადამიანი ყველა მოთხოვნას პასუხობენ. 

სახლში გამოყენებული საღებავები, იატაკის საფარი და რადიატორების დიზაინი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს. სხვა დეტალებთან ერთად, სივრცის ხასიათს სწორედ ისინი აყალიბებენ. მნიშვნელოვანია, რომ ხარისხს ენდოთ. ყოველთვის ისეთი კოლექცია აარჩიეთ, რომელიც სახლში ჯანსაღ მიკროკლიმატს ჩამოაყალიბებს. ამავდროულად კი, ლამაზი, ეფექტური, მარტივად მოსავლელი, პრაქტიკული და გამძლე იქნება. სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულად იცხოვრებთ. სახლში ინტერიერის თითოეული ნაწილი მფლობელის გემოვნებსა და სტილის შეგრძნებას უსვამს ხაზს. ამიტომაც, რადიატორების შერჩევას საკმარისი ყურადღება დაუთმეთ. 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია