ნივრის ზეთი- ნატურალური წამალი და სალათების უგემრიელესი ინგრედიენტი!

1729

ნივრის ზეთი- ნატურალური წამალი და სალათების უგემრიელესი ინგრედიენტი!

ნივრის ზეთს იმდენი სამკურნალო და სასარგებლო თვისება აქვს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავამატოთ ის ჩვენი კვების რაციონში, რომ ჯანმრთელები და ძლიერები ვიყოთ. თქვენ შეგიძლიათ მისი სახლში მომზადება. ეს სუპერ საკვები დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში და გააძლიერებს იმუნურ სისტემას. ნივრის ზეთი, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.

უძველესი დროიდან ნიორს იყენებდნენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ. მისი სასარგებლო თვისებები ძირითადად ორ სულფიდს ემყარება: ალიცინს და დიალილს. გარდა ამისა, იგი შეიცავს ამინომჟავებს, B და C ვიტამინებს და მინერალებს, როგორიცაა მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი, სელენი, ფოსფორი, რკინა და კალიუმი.

ნიორის აღწერილობა: ეს არის ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებსა და პარაზიტებს. ფლობს ანტიკანცეროგენულ თვისებებს. ეს არის ანტიოქსიდანტი. ამცირებს წყლის შეკავებას და აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას. აბალანსებს ნერვულ სისტემას. ხელს უშლის გულსისხლძარღვთა დაავადებებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით, ქოლესტერინის და მაღალი არტერიული წნევის შემცირებით. ეხმარება სისხლში შაქრის დაწევას. იცავს ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების აღმოფხვრას. აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას და გარეგნობას. ამცირებს აკნეს, ფსორიაზს და კანის სხვა დაავადებებს. ეხმარება საჭმლის მომნელებელი პროცესის მოწესრიგებას.

ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ტიბეტური რეცეფტი, როგორ მზადდბა ნიორი ზეითუნის ზეთთან ერთად. გამოიყენეთ ორგანული ნიორი, როცა ეს შესაძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვები არ შეიცავდეს ტოქსიკურ ქიმიკატებს.

ინგრედიენტები: 4 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 30 კბილი ნიორი.

მომზადება: გაარჩიეთ ნიორი, გაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ჰერმეტულ ჭურჭელში. შემდეგ დაასხით ზეითუნის ზეთი ისე, რომ დაფაროთ ნიორი ბოლომდე. შემდეგ ქილა მჭიდროდ დახურეთ და გააჩერეთ ბნელ, გრილ და მშრალ ადგილას 30 დღის განმავლობაში. არ ჩადოთ მაცივარში. ყოველ ორ-სამ დღეში მსუბუქად შეანჯღრიეთ ქილა. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ ნიორი,  და ზეთი შეინახეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველდღე, ამის გაკეთება შეგიძლიათ ჭამის დროს. გამოიყენეთ ნივრის ზეთი ასევე სალათებში და ნებისმიერ კერძში.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია