სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების მკურნალობა სახლის პირობებში

1751

სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების მკურნალობა სახლის პირობებში

ქალების უმეტესობას, ალბათ, აწუხებს გაყოფილი, რბილი და მტვრევადი ფრჩხილების პრობლემა. ისინი არასასიამოვნო შესახედაობისა დაგამაღიზიანებელია მით უმეტეს, თუ მას ტანსაცმელზე გამოდებთ ან გსურთ, რომ ფრჩხილის ლაქი რამდენიმე საათზე მეტხანს გაჩერდეს მაგრამ მაინც მაშნვე სძვრება.

მიუხედავად ამისა,  მტვრევადი ფრჩხილები სასოწარკვეთილების მიზეზი არ არის. ჩვენ მოგაწვდით რამდენიმე რჩევას და ხრიკს, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ გაიძლიეროთ მყიფე ფრჩხილები.

თხელი, გაბზარული და მტვრევადი ფრჩილების მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:

სტრესი

არაჯანსაღი დიეტა

აგრესიული საწმენდი საშუალებები

თუ ფრჩხილების ეს პრობლემები გახასიათებთ, მაშინ გაეცანით რამოდენიმე რჩევასა და საოჯახო საშუალებებს მათ მოსავლელად და გასაჯანსაღებლად:

ყოველთვის ატარეთ ხელთათმანები, როდესაც აკეთებთ საშინაო საქმეს ან მებაღეობას, რომ ფრჩხილებს მუდმივად არ მოხვდეთ საწმენდი საშუალებებით და ქიმიკატებით გაჟღენთილი ნივთიერებები.

ნუშის ზეთი- შეიზილეთ თქვენს ფრჩხილებში რამოდენიმე წვეთი ნუშის ზეთი. გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 4-5-ჯერ.

ხელის ყოველი დაბანის შემდეგ წაისვით ხელებსა და ფრჩხილებზე შარდოვანას შემცველი კრემი.

შეგიძლიათ გაიკეთოთ ხელების აბაზანა ზეთის საშუალებით: თასში ჩაასხით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მასში რამდენიმე წუთით ჩააწყვეთ ფრჩხილები. ეს შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაშ ერთხელ ან ორჯერ.

გაიკეთეთ სილიციუმის ნიღაბი.  ამისათვის აურიეთ სილიციუმი ცოტა თბილ წყალთან ერთად, რომ მომზადდეს პასტა. შემდეგ მიღებული ნარევი წაისვით დაზიანებულ ფრჩხილებზე და დაელოდეთ სანამ არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ და ცოტათი ზეითუნის ზეთი შეიზილეთ ფრჩხილებზე.

კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ჩააწყვეთ ფრჩხილები ნელ თბილ ზეითუნის ზეთში, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. იგი აძლიერებს ფრჩხილებს, რის შემდეგაც ისინი აღარ არიან ისეთი რბილები და არც ისე სწრაფად იშლებიან.

ხშირი კონტაქტი ახალ ლიმონთან ეხმარება ფრჩხილებს გაძლიერებაში. უბრალოდ დააჭირეთ ლიმონი. ლიმონის ნაჭრებში ჩააწყვეთ დაზიანებული ფრჩხილები. დაელოდეთ 5 წუთი. ლიმონის ნაჭრების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენიც.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია