Ბუნებრივი საშუალებები ღრძილებიდან სისხლდენის დროს
ღრძილებისთვის სასარგებლო პროდუქტები:
ციტრუსოვნები – მათში მაღალია C ვიტამინის შემცველობა, რომელიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს ღრძილების ლოროწოვანი გარსზე;
მწვანილი და რძის პროდუქტები – მათში შემავალი ვიტამინი K სისხლდენას ამცირებს;
თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – დიდი რაოდენობით შეიცავენ ფოსფორს, რომელსაც მაღალი ეფექტი აქვს პაროდონტიტის დროს;
ნიორი და ხახვი – მათ შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით თუთია, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო მინერალია;
კაკლოვნები – დიდი რაოდენობით უბიქინონი (Q ვიტამინი), ხელს უშლის კენჭების ჩამოყალიბებას და ანთებით პროცესებს;
ყველი – კალციუმი წყარო, აჯანსაღებს კბილებს და ღრძილებს;
წითელი ღვინო – შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ტანინს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან.
რეცეპტები – ღრძილების სამკურნალოდ
- 2 სუფრის კოვზ გვირილას გამხმარ ყვავილებს დაასხით 200 გრ. ანადუღებული წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
- ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6 ჯერ;
- 2 კოვზი მუხის ქერქი 0.5 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააცერეთ 10 წუთი (თავდახურული), გადაწურეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ 2-3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა (100გრ), დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდირებული არ არის (კბილებს გაამუქებს);
- 1 სუფრი კოვზ გულყვითელას (კალენდულა) 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ.
- 1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააგრილეთ, გამოივლით პირში ჭამის შემდეგ;
- 2 ჩაის კოვზ კორობელას (ლათ. Hypericum androsaemum L, რუს. зверобой) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30-40 წუთი და გამოივლეთ;
- 2 სუფრის კოვზ კრაზანას 200 გრ. ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
- 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 15 წუთის განმავლობაში 0.5 ლ. წყალში ადუღეთ, გადაწურეთ და რის განმავლობაში რამდენჯერმე გამოივლეთ.
- ზაფხულში, მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ, 3-4 დღეში რღზილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.