ნახეთ რა მოხდება, თუ ხახვს ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე შეჭამთ. ის რაც ყველამ უნდა იცოდეს

5666

ნახეთ რა მოხდება, თუ ხახვს ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე შეჭამთ. ის რაც ყველამ უნდა იცოდეს

იცით თუ არა, რომ ხახვი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია? მართალია, მის ხსენებაზე პირველ რიგში უსიამოვნო სუნი და ცრემლები გახსენდებათ, თუმცა ის ყველა იმ ჯანსაღი თვისებებითაა სავსე, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.

დღეს მოგიყვებით იმ სასარგებლო თვისებებზე, რომელსაც თქვენი ორგანიზმი მიიღებს, თუ ხახვს ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევთ:

1. ხახვს შეუძლია თქვენი ორგანიზმი გაამდიდროს ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოვანი ნივთიერებებით. ზოგადად, ბოჭკოვანი პროდუქტები წამყვანი პროდუქტები არიან ორგანიზმის ნორმალური და ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის. ხახვს კი ბოჭკოს ყველაზე მდიდარი წყაროა.

2. თქვენს გულს უყვარს ხახვი! რატომ? იმიტომ, რომ ხახვი ყველა იმ სარგებელს შეიცავს, რაც თქვენს გულს ესაჭიროება. აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით, ხახვს შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე და შეამციროს გულის ისეთი დაავადებების წარმოქმნის რისკი, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა.

3. ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ნიორი და ხახვი, აქვთ თვისება შეამცირონ კიბოს წარმოქმნის რისკები.

4. თუ ხართ დიაბეტური, მაშინ ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა, რადგან ხახვის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებაა სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება. უფრო ზუსტად, ეს წითელ ხახვს ეხება. PubMed Central-მა ჩაატარა გამოკვლევა 42 ადამიანზე, რომელბსაც მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდათ. წითელი ხახვის ჭამის შემდეგ 4 საათში სისხლში შაქრის მატების დონე 40 მილიგრამით შემცირდა.

5. ყოველდღიურად 1ც. ხახვის წვენის მიღება თქვენს ძველს იმდენად გააძლიერებს, რომ ოსტეოპოროზის დაავადება არასოდეს შეგაწუხებთ.

6. ხახვს არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს ნაწლავებზეც. ბოჭკოები და პრობიოტიკები, რომლებსაც ხახვი უხვად შეიცავს, ის კარჰი ბაქტერიებია, რაც თქვენს ნაწლავებს სჭირდებათ ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

7. გაციების დროს საუკეთესო წამალი სწორედ ხახვია! გსმენიათ ხახვისა და თაფლის სასწაულმოქმედი სიროფის შესახებ? თუ გაციება შეაგწუხებთ, დაჭერით 1 ხახვი და ნახევარ ჭიქა თაფლთან ერთად მოათავსეთ ტაფაზე. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე მანამდე, სანამ ხახვი კარგად არ დარბილდება. გადაიტანეთ ქილაში და მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ყოველ 3-4 საათში.

8. ასთმა თუ გაწუხებთ, ამ შემთხვევაშიც შეძლებს ხახვი თქვენს დახმარებას. ხახვი შეიცავს კერსეტინს- ანტიოქსიდანტს, რომელიც ამცირებს ჰისტამინს, რაც იწვევს ცემინებას და ქავილს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია