გრიპისა და გაციების პრევენცია და მკურნალობა ფიჭვის კვირტებით
ფიჭვნარი წელიწადის ნებისმიერ დროს ახდენს სამკურნალო და გამაჯანსაღებელ გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. აქ ჰაერი ყოველთვის სურნელოვანი, გამჭვირვალე და სუფთაა და სუნთქვაც ერთიორად გვიადვილდება. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის რომელიმე დაავადება აწუხებს. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის კვირტებსაც, ფისსაც, წიწვებსაც და მტვერსაც.
ფიჭვის ღირსებებს მთელ მსოფლიოში სცემენ თაყვანს. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ხე მარადიულობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა, მცირე აზიაში - უკვდავების და ნაყოფიერებისა, ფინეთში - სიცოცხლისა, კორეელებისთვის კი ის პრინციპულობასა და ერთგულებას განასახიერებს. ფიჭვს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მისი კვირტებისგან დამზადებულ პრეპარატებს შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი ეფექტი ახასიათებს, ამიტომაც მათ ხშირად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გურმანები ფიჭვის ნორჩი ყლორტებისგან მურაბასაც ხარშავენ, რომელიც მხოლოდ გემრიელი სასუსნავი კი არ არის, ფილტვების ანთებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წამალიც გახლავთ.
ფიჭვის კვირტები
ფიჭვის კვირტების ნაყენი ძალზე მარგებელია. ბრონქიტის, პნევმონიის, რევმატიზმის, სახსრების, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს.
ნაყენი ასე მზადდება:
აიღეთ ერთი სადილის კოვზი კვირტი, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჰერმეტულად დაახურეთ სახურავი, შემდეგ 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში და 15 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შეგრილებული ნაყენი დოლბანდში ან საწურში გაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. სვით დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ნახევარი ან მესამედი ჭიქა.
კვირტების ნახარშს საინჰალაციოდ და სავლებად იყენებენ ანგინისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, სპირტიან ნაყენს კი - ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად. ის უებარი წამალია ტუბერკულოზური პათოლოგიის დროსაც. ფიჭვის კვირტებისგან (ხის სხვა ნაწილებთან ერთად) ამზადებენ სამკურნალო აბაზანებს, რომლებიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
რეცეფტის Შემადგენლობა:
შოტლანდიური ფიჭვის კვირტი - 2 სუფრის კოვზი;
მდუღარე წყალი - 1 ლიტრი.
დაამატეთ ფიჭვი მდუღარე წყალში და მოათავსეთ ქურაზე. მოხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ დატოვეთ კიდევ 30 წუთი.
Როგორ გამოვიყენოთ:
Გაციების და გრიპის დროს დალიეთ ½ ჭიქა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.
Პროფილაქტიკის მიზნით: დალიეთ დღეში ერთხელ უზმოზე 0,5 ჭიქა წვენი.
ფიჭვის კვირტების ნაყენი მოქმედებს, როგორც ძლიერი ბუნებრივი ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და რევმატიზმის დაავადებების სამკურნალოდ.