სახლის პირობებში დამზადებული 4 ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი ნიღაბი, რომელიც სახის კანს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას მატებს

1791

სახლის პირობებში დამზადებული 4 ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი ნიღაბი, რომელიც სახის კანს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას მატებს

 

შავი წერტილების მოსაშორებლად პოპულარული შავი ნიღაბი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

პარკისებური  ნიღაბი შეგიძლიათ ა გააკეთოთ სახლში. დაგჭირდებათ 1 აბი აქტივირებული ნახშირი, ჟელატინი და წყალი. ნახშირი დაფშვენით, ჟელატინი 20 გრ თბილ წყალში გახსენით, აურიეთ და ნახშირი დაუმატეთ. ნარევი სახეზე ფუნჯით წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ.   შემდეგ ნიღაბი ერთ ფენად მოიშორეთ, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით.

ნიღაბი-2

კვერცხის ცილა სქელი ქაფის მიღებამდე უნდა ათქვიფოთ და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატოთ. ასეთი კვერცხის ცილა ფორებს ავიწროებს, ლიმონი კი PH დონეს აღადგენს, კანს  ბინძური ჰაერისგან იცავს.

ამ ნიღაბს მათეთრებელი ეფექტი აქვს. მართალია, ზაფხულში ფრთხილად უნდა გამოიყენოთ: ლიმონის მჟავას პილინგ–ეფექტი აქვს და მზისგან დამცავი საშუალების გარეშე გარეთ გასვლას არ გირჩევთ, რომ პიგმენტური ლაქები თავიდან აიცილოთ.

ნიღაბი-3

ნახევარი ჩაის კოვზი კონიაკი, რამდენიმე წვეთი ლიმონი და 1  ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ, რომ კანს ბზინვარება და ლამაზი თანაბარი ფერი მიანიჭოთ. 20 წუთში ექსპრეს ნიღაბი კანს გაახურებს, სისხლის მიმოქცევას გააქტიურებს და შავ წერტილებსაც გააღიავებს.

ასეთი მოვლის შემდეგ კოსმეტიკაც არ დაგჭირდებათ. ჯანსაღი რუმიანა და იდეალური სახის ფერი მინიმუმ რამდენიმე საათი გაგრძელდება.

ნიღაბი-4

1 სუფრის კოვზი შვრია, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი  1 მწვანე ვაშლი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კეფირი, 1 ლიმონის წვენი.

ათქვიფეთ შვრია ბლენდერით. გახეხეთ ვაშლი. გამოიყენეთ 3 ჯამი. პირველ ჯამში აურიეთ შვრია და ზეითუნის ზეთი. მეორე ჯამი გამოიყენეთ ვაშლის ნახეხისთვის და თაფლისთვის. მესამე ჯამში აურიეთ კეფირი და ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი მაკიაჟის ფუნჯით.

იმისთვის, რომ შედეგი კარგი იყოს, ჯერ წაისვით პირველი ფენა (შვრიის და ზეითუნის ზეთის ნარევი), დაელოდეთ, სანამ გაშრება. შემდეგ წაისვით მეორე ფენა (ვაშლის ნახეხი და თაფლი), 5 წუთი დაელოდეთ გაშრობას. ბოლოს წაისვით მესამე ფენა (კეფირი და ლიმონის წვენი). მოიცადეთ კიდევ 5 წუთი.

საერთო ჯამში, ნიღაბი თქვენს სახეზე უნდა დარჩეს 15 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ სახე. ეს ნიღაბი ეფექტურია ზეთოვანი კანისთვის, ებრძვის აკნეს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია