15 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ლიმფა გადატვირთულია! როგორ დავეხმაროთ მის გადინებას?!

853

15 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ლიმფა გადატვირთულია! როგორ დავეხმაროთ მის გადინებას?!

გსმენიათ ამის შესახებ?

იცოდით, რომ ლიმფური სისტემა შეიძლება დაიბლოკოს და ამით სხეული გაივსოს ტოქსინებითა და სტრესით, რაც მეტად დაასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას.

ხოლო გადატვირთული ლიმფური სისტემის საერთო სიმპტომებია:

– შებერილობა / წყლის შეკავება
– კანის ქავილი
– წონის მომატება და ჭარბი ცხიმის დაგროვება
– გადიდებული ნუშისებრი ჯირკვლები

– გაზრდილი ჰისტამინი და გაღიზიანება საერთო გარემოს ალერგენების გამო
– ყაბზობა, დიარეა და/ან ლორწო განავალში, სუსტი იმუნიტეტი
– ნებისმიერი სახის ტკივილები დილით, დაღლილობის შეგრძნება, ამავდროულად მსუბუქი თავის ტკივილი, მკერდის გაღიზიანება ან ტკივილი ყოველი ციკლის დროს

– გამომშრალი კანი, მსუბუქი გამონაყარი ან აკნე, ჰიპერმგრძნობელობა

დეჰიდრატაცია ლიმფის გადატვირთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ლიმფის გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა წყლის დალევა ყოველ ათიდან თხუთმეტ წუთში ერთხელ მთელი დღის განმავლობაში. გააკეთეთ ეს ერთი დღის განმავლობაში და თუ პირის სიმშრალე გექნებათ და გსურთ მეტი დალიოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეჰიდრატირებული ხართ და ლიმფა სავსე გაქვთ ტოქსინებით.

მაშინვე სცადეთ ეს რეჰიდრატაციის თერაპია: დალიეთ ცხელი წყალი ყოველ ათ წუთში ორი კვირის განმავლობაში. ხელთ გქონდეთ ცხელი წყლის თერმოსი, რათა მარტივად დაიცვათ ეს რუტინა.

ლიმფის დეტოქსიკაციის 10 გზა:

– ხტომა (ბატუტზე ხტომა 10-30 წუთის განმავლობაში)
– ლიმონიანი წყალი (ლიმონი არის ტუტე აგენტი, რომელიც ხელს უწყობს სხეულის და ლიმფის მინერალიზაციას)
– ფერმენტები (პროტეოლიზური ფერმენტები კვებას შორის შეიძლება დაეხმაროს ლიმფური ნაკადის გაზრდას)

– მასაჟი (ლიმფური მასაჟი არის მასაჟის სპეციალური ფორმა, რომელიც ფოკუსირებულია სხეულში ლიმფის დინებაზე)

– ე.წ “მშრალი დავარცხნა” (ხელს უწყობს ლიმფურ ნაკადს და აძლიერებს ცირკულაციას)
– იოგა (ხელს უწყობს ლიმფის გადინებას გულისკენ, რაც ზრდის მის ფილტრაციის სიჩქარეს)

ასევე რჩევაა მიირთვით უმი საკვები (უმი საკვების ჭამა, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის, ასევე შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმში წყლის დონის ასამაღლებლად)

– მიირთვით წითლად შეფერილი საკვები (კენკრა, ალუბალი, ჭარხალი, მოცვი, ბროწეული და წითელი ფესვი ლიმფური მოძრაობის შესანიშნავი მამოძრავებელია. ჭარხალს, კერძოდ, აქვს თვისება, რაც მას საუკეთესო საკვებად აქცევს ამ სიაში)

Facebook კომენტარები