გაიგეთ როგორ უნდა გაუმკლავდეთ შებერილი მუცელს!

1997
Abdominal Pain In A Woman; Shutterstock ID 167919227; PO: today

შესაძლოა, არც კი ეჭვობდეთ რომ თქვენს ორგანიზმში იმალება Helicobacter pylori-სპირალური ბაქტერია, რომელიც თქვენი მუცლის და თორმეტგოჟა ნაწლავის ინფიცირებას იწვევს.
ეს განსაკუთრებული ბაქტერიაა, რომლის ორგანიზმში მოხვედრისას არანაირ სიმპტომს არ გრძნობთ. ის ძირითადად ჭუჭყიანი ხელებიდან და საკვებიდან გადმოდის. თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, ამ ბაქტერიის ორგანიზმში არსებობამ, შესაძლოა კუჭის კიბომდეც კი მიგიყვანოთ.

მუცლის შებერილობა: მიზეზები და მკურნალობა

როგორ გავიგოთ ამ მავნებელი ბაქტერიის არსებობის შესახებ? ეს შესაძლოა ჩვენთვის ჩვეული სიმპტომებით შევამჩნიოთ, მუცლის შებერილობა, იჟოგა, დიარეა, მეტეორიზმი და დისკომფორტი კუჭში. თუმცა, როგორც წესი, ჩვენ ამ სიმპტომებს ორგანიზმის ჩვეულ ფუნქციონირებას მივაწერთ და დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ.

ამ ბაქტერიას, არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება შეუძლია, არამედ ნეგატიურად მოქმედებს თქვენ ხასიათზეც, ის ტვინში სეროტონინის დონეს ამცირებს, რაც იწვევს დეპრესიასა და ნევროზს. შებერილი მუცელი მოზარდებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. საბედნიეროდ, ამ ბაქტერიის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით.

თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს ხელი შეუწყოთ სწორი კვებით და ვიტამინების მიღებით. A, C და E ვიტამიინები თუთიასთან ერთად დაეხმარება ორგანიზმს და დაიცავს თქვენს კუჭს ზედმეტი გადატვირთვისგან.

სასურველია პრობიოტიკების მიღებაც, როგორიებიცაა ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები. რაც ყველაზე მთავარია, დიდი ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას! ხშირად დაიბანეთ ხელები და ფრთხილად შეარჩიეთ სასმელი წყალი!

მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო სასმელი

ინგრედიენტები:

-1 ლიმონი
-1 კიტრი
-1 ს/კ ალოეს წვენი
-1 კონა ოხრახუში ან ქინძი
-0,5 ჭ წყალი

ამ სასმელის მომზადება ძალიან მარტივია: აურიეთ ეს ინგრედიენტები ბლენდერში.
მისის მიღების შემდეგ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, მასში შემავალი ინგრედიენტების წყალობით თქვენი ორგანიზმი ძილშიც კი ცხიმებს დაწვავს და ხელს შეუწყობს მეტაბოლურ პროცესებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია