იცით ყველაზე ძალიან რომელი სასმელი უხდება გულს? 

2935

იცით ყველაზე ძალიან რომელი სასმელი უხდება გულს? 

სასარგებლო სასმელები გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის

წყალი

ჩვენი ორგანიზმი, ძირითადად, წყლისგან შედგება. მისი დეფიციტი გულისთვის ნამდვილი სტრესია. საკმარისი სითხის გარეშე სისხლი სქელდება, რაც წყლის მიმოქცევას ართულებს. ამოცანის შესასრულებლად ორგანოს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა უწევს.

კვლევამ აჩვენა, რომ წყლის სწორი მიღებისას ინფარქტის რისკი 70%–მდე მცირდება. ამასთან, ორგანიზმი ტოქსინებს და ჭარბ ცხიმს ადვილად გამოდევნის.

მწვანე ჩაი

დილით ფინჯანი მწვანე ჩაი არა მხოლოდ ენერგიას შეგმატებთ, არამედ ორგანიზმის ძრავასაც დაეხმარება. ჯადოსნურ სასმელში შემავალი ბევრი ანტიოქსიდანტი ორგანოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისგან, ანთებისა და სიმსივნისგან იცავს. რისკები ნახევრდება.

დღეში 4 ფინჯანი მწვანე ჩაი სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას ზრდის, რაც დაბლოკვას თავიდან აგაცილებთ. სასმელი წნევას შესანიშნავად არეგულირებს.

წითელი ღვინო

კენკრის და ხილის დუღილმა შესანიშნავი ალკოჰოლური სასმელი მოგვცა. მშრალი წითელი ღვინო ბუნებრივი კარდიოდამცველია. მასში შემავალი პოლიფენოლი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და თრომბისგან გვიცავს.

მშრალი ღვინოს რეგულარული მიღება იმუნიტეტს ზრდის, ვირუსულ დაავადებებს ებრძვის და ორგანიზმს წმენდს. გახსოვდეთ, რომ ეს ალკოჰოლური სასმელია. დღეში მაქსიმუმ 50 გრ დალიეთ.

ბროწეულის წვენი

დიდი ხნის განმავლობაში ბროწეულის წვენს გულისთვის სასარგებლო სასმელების სიაში არ რთავდნენ. კვლევის წყალობით მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მასში 3-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტი შედის, ვიდრე ზემოთ მოცემულ სითხეში. კალიუმი და მაგნიუმი გულის კუნთებს აძლიერებს.

ბროწეულის წვენი წნევას კარგად ამცირებს და სკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა. საკმარისია, დღეში 1 ჭიქა ნატურალური წვენი წყალში გაზავებული დალიოთ. კბილებისთვის სასმელი საზიანოა. მჟავების მაღალი დონე მინანქარს აზიანებს. დამღუპველი გავლენის შესამცირებლად წვენი საწრუპი მილით დალიეთ.

ყავა

ყავის მოყვარულებს შეუძლიათ ამოისუნთქონ. ახალმა კვლევამ მწვანე შუქი აგვინთო. ახლა ყავის დალევა არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლოა. ყავის მარცვლებში შემავალი კოფეინი თავისუფალ რადიკალებს თრგუნავს. ჰიპერტონიკები გამონაკლისები არიან. მათთვის წნევის გამზრდელი სასმელის დალევა კვლავ სახიფათოა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია