ხორბლის  ღივების ზეთის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები. გაოცებული დარჩებით როცა ამ სტატიას გაეცბობით.

1482

ხორბლის ღივების ზეთის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები. გაოცებული დარჩებით როცა ამ სტატიას გაეცბობით.

ხორბლის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ რადგან ის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მცენარეა. ხოლო რაც შეეხება ხორბლის ჩანასახებს ეს არის გაღივებული ხორბლის მარცვალი. მაგრამ გაღივებული ხორბლის მარცვალმა სარგერბლობა, რომ მოგიტანოთ მისი ღივის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 2 - 3 მილიმეტრს. სწორედ ამ სტადიაში არის მასში ყველა საჭირო და სასრგებლო ნივთიერება ადამიანის ორგანიზმისთვის.

ხორბლის ჩანასახების ზეთის ქიმიური შემადგენლობა: 

100 გრამი ზეთი შეიცავს 884 კილოკალორიას

ვიტამინები:

A, B1, B2, B3, B5, B6, B9, C, D, E, F, PP

მიკრო ელემენტები:

ფოსფორი, კალიუმი, მარგანეცი, კალციუმი, ცინკი, რკინა, სელენი, სპილენძი, ვანადიუმი, ქრომი, იოდი

ასევე შეიცავს

ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას და ა. შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს Е ვიტამინს. ხოლო 50 გრამი გაღივებული ხორბალი შეიცავს იმდენივე С ვიტამინს რამდენსაც 6 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

ხორბლის ჩანასახების ზეთის სასარგებლო თვისებები 

ადამიანები ათასწლეულებია რაც იყენებენ ხორბლის ჩანასახებს როგორც საკვებად ასევე სამკურნალოდ, რადგან ის ყველაზე ძლიერი ცოცხალი საკვებია დედამიწაზე. ეს გამოწვეული მასში არსებილი დიდი რაოდენობის ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. უჯერი ცხიმებით და დიდი რაოდენობის E და C ვიტამნებით.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა:

ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს, რაც ორგანოზმს ეხმარება ცხიმების მეტაბოლიზმში. ეს კი თავისთავად ორგანიზმს ეხმარება ჭარბი წონის მოცილებაში განკურნების გზით. შესაბამისად ძალიან დადებითად მოქმედებს გულზე და სისხლძარღვთა სისტემაზე. აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს, უბრუნებს ელასტიურობას მის კედლებს რადგან ანთავისუფლებს მათ ათეროსკლეროზისგან. ასევე ზეთის სისტემატიური გამოყენება იცავს მათ ათეროსკლეროზის ფოლაქების წარმოქმნისგან. სისხლში რეგულირდება ქოლესტერინის დონე

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ხორბლის ჩანასახების ზეთი ასევე კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. მისი გამოყენებით უმჯობესდება მისი მოტორიკა, ნაღვლის გამოყოფა. ზეთში შემავალი ნივთიერებები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და ასევე რეგენერაციულ მოქმედებას ლორწოვად გარსზე. ამიტომ ზეთის გამოყენება კარგია ანთებითი დაავადებების დროს.

სასქესო ორგანოები:

ზეთის გამოყენება კარგია აგრეთვე მათთვის ვისაც აქვს სასქესო ორგანოების დაავადებები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოწვეულია ჰორმონალური ბალანსის დარღვევით. განსაკუთრებით ის კარგია მამრობითი სქესის ადამიანებისთვის. რადგან ზეთში შემავალი ნივთიერებები როგორიც არის Е ვიტამინი და ცინკი, აუცილებელია მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნისთვის. ჰორმონების რომლებიც მონაწილეობას იღებენ სპერმატოგენეზში. რაც იმას ნიშნავს, რომ ზეთის სისტემატიური გამოყენებით მცირდება უნაყოფობის განვითარების რისკი.

ნერვული სისტემა:

ჩანასახების ზეთი ასევე სასარგებლოა ადამიანებისთვის რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებებით. აუმჯობესებს მეხსიერებას, ემოციურ ფონს, კონცენტრაციას. მისი გამოყენების შედეგად უმჯობესდება ძილი. ზეთში შემავალი ზევით ჩამოთვლილი ნივთიერებები აძლიერებს იმუნიტეტს.

ხორბლის ზეთში არსებული ადვილად შეთვისებადი E ვიტამინის უხვი რაოდენობის გამო, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს. იცავს უჯრედებს სხვადასხვა დაზიანებებისგან და ნაადრევი დაბერებისგან. მისი ხშირი გამოყენების შედეგად უმჯობესდება კანის, ფრჩხილების და თმების მდგომარეობა.

საერთო თვისებები

  1. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.
  2. აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
  3. მამაკაცებში ამაღლეპს პოტენციას.
  4. სამკურნალო ეფექტს ახდენს სასუნთქ გზებზე.
  5. ორგანიზმს ეხმარება ჭარბი წონის მოცილებაში.
  6. როგორც კაცებში ასევე ქალებში ებრძვის უნაყოფობას და მის განვითარებას.
  7. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
  8. ხელს უშლის სისხლძარღვებში სისხლის ფოლაქების ანუ ათეროსკლეროზის წარმოქმნას.
  9. ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები.
  10. აუმჯობესებს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის სერთო მდგომარეობას.
  11. აძლიერებს იმუნიტეტს.
  12. აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.

სახლის პირობებში ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი გამოიყენება მზა კოსმეტიკური პროდუქციის (როგორიცაა მალამო, ბალზამი, ნიღბები, შამპუნები) ვიტამინებითა და მინერალებით გასამდიდრებლად.

ასევე ხშირად გამოიყენება:

  • როგორც სახის საწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
  • შეიძლება დავუმატოთ ანტიცელულიტურ საშუალებებს ტანის მასაჟის დროს.
  • გამოიყენება თმის მოსავლელად. (B ვიტამინით მდიდარი ხორბლის ზეთი აჩქარებს თმის ზრდის პროცესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს ნაადრევ თმების გაჭაღარავების პროცესს, ანიჭებს თმებს ბრწყინვალებას და სინაზეს, აღადგენს დაზიანებულ, მტვრევად, ბოლოებგაყოფილ თმებს.
  • ამაგრებს ფრჩხილებს.
  • რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანის მოსავლელად.

სახის მოვლა

რადგან ხორბლის ზეთი თავისი სტრუქტურით არის საკმაოდ მკვრივი, მისი სუფთა სახით გამოყენება სახის კანის მოსავლელად არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ის უნდა გავაზავოთ სხვა მსუბუქი ზეთებით.

მშრალი და დაბერებული კანის მოვლა

ხორბლის ზეთი შევურიოთ ზეითუნის, ნუშის, ატმის,ან გარგარის ზეთს 1:3 ან 1:4 პროპორციით (ერთ ნაწილ ხორბლის ზეთს 3 ან 4 ნაწილი სხვა მცენარეული ზეთი). ცხიმიანი ან პრობლემური კანის შემთხვევაში ხორბლის ზეთი გავაზავოთ ყურძნის ზეთით. მიღებული ნარევი გამოვიყენოთ როგორც დამოუკიდებელი ღამის კრემი, ასევე როგორც ჩვეულებრივი ნიღაბი, რომელსაც ვიჩერებთ სახეზე 20–30 წუთი.

სახის პრობლემური ნაწილების დასამუშავებლად

სუფთა სახით შეიძლება წავისვათ კონკრეტულად ნაოჭებზე,რომლებიც განლაგებულია შუბლის მიდამოებში, წარბებშუა, ცხვირსა და ტუჩებს შორის, ან მიმიკურ ნაოჭებზე თვალების კუთხეში.

თვალების ქვეშ აუცილებლად უნდა წავისვათ მხოლოდ გაზავებული ხორბლის ზეთი 1:3. გასაზავებლად ამ შემთხვევაში საუკეთესოა ასკილის ზეთი. ეს ნარევი განსაკუთრებით რეკომენდირებულია დაბერებული დანაოჭებული კანისთვის

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია