ფიჭვის ქერქი – ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი. ის, რის შესახებაც უმრავლესობამ არ იცის
1534 წელს ზამთარში, ფრანგი მოგზაური ჟაკ კარტერი კანადაში წმინდა ლავრენტის მდინარის გამოსაკვლევად გაემგზავრა. ხომალდმა მარცხი განიცადა. ეკიპაჟის 25 წევრი დაიღუპა, თავად კარტერი ადგილობრივმა აბორიგენმა გადაარჩინა, რომელმაც თეთრი ფიჭვის ქერქისაგან სამკურნალო ჩაის დაყენება ასწავლა.
400 წლის შემდეგ დაიწყეს ამ მცენარის შესწავლა და დაადგინეს, რომ მისი ქერქის ექსტრაქტს აქვს უნარი გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალების მოქმედება ანუ ანტიოქსიდანტია, რომელსაც უწოდებენ პიკნოგენოლს.
პიკნოგენოლის დადებითი თვისებები:
- კანის ელასტიურობას ხელს უწყობს;
- პროსტატის ანთებას ეფექტურად ებრძვის;
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
- ვარიკოზულ ვენებზე დადებითად მოქმედებს;
- ეფექტურია სტრესის დროს;
- ამცირებს ალერგიულ რეაქციებს;
- გულისკენ სისხლის მიწოდების პროცესს აუმჯობესებს.
როგორც აღვნიშნეთ პიკნოგენოლი ანტიოქსიდანტია.
რას ნიშნავს ანტიოქსიდანტი?
ანტიოქსიდანტი მოლეკულაა, რომელიც აფერხებს სხვა მოლეკულების ოქსიდაციას. ოქსიდაციის დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით მრავალი დაავადების გამომწვევია. თუ ორგანიზმი საკმარის ანტიოქსიდანტებს იღებს, მაშინ თავისუფალ რადიკალებთან გამკლავება ორგანიზმს თავადვე შეუძლია.
ამ ეფექტური საშუალების შეძენა აფთიაქშია შესაძლებელი.
ხშირ შემთხვევაში მას იყენებენ კანის მოსავლელი კრემების დასამზადებლად.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.