იცით რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თრობამ ადვილად გაიაროს? – ამის ცოდნა საჭიროა 

1742

იცით რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თრობამ ადვილად გაიაროს? - ამის ცოდნა საჭიროა 

მსურს, გაგაცნოთ რამდენიმე საშუალება, რომლებიც ქართულ სუფრაზე თამადობას
გაგიადვილებთ. ყველა მათგანი საკუთარ თავზე მაქვს ნაცადი.

უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ თამადობისთვის ადრევე უნდა მოემზადოთ.

წვეულებაზე წასვლამდე შინ აუცილებლად უნდა დალიოთ პიტნის ან შავი ჩაის მაგარი ნაყენი: უნდა აიღოთ 15 გრამი ჩაი ან პიტნის ფოთოლი, დაასხათ ადუღებული წყალი და 10 წუთი გააჩეროთ. დალიოთ რაც შეიძლება ცხელი.

სუფრასთან დაჯდომამდე შეგიძლიათ ლიმონიანი ყავა მიირთვათ — ასე თრობა ადვილად გაივლის.

სუფრაზე ცხიმიანი საკვები მიირთვით. ალკოჰოლის შეწოვას განსაკუთრებით აფერხებს ცხვრის ქონი. მიეძალეთ მწნილეულს.

განსაკუთრებით კარგია კომბოსტოსა და კიტრის მწნილი ეს პროდუქტები აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და ხელს უწყობს საკვების მონელებას, სისხლის ცხიმებითა და ცილებით გაჯერებას, რაც რამდენადმე ამცირებს თრობის ხარისხს.

თამადობის მეორე დღეს ნაბახუსევი შეუმჩნევლად გაივლის, თუ უზმოზე წყალში
მოხარშულ სტაფილოს მიირთმევთ (ნახარშითურთ). ის სწრაფად ბოჭავს სისხლში დარჩენილ ალკოჰოლის დაუჟანგავ პროდუქტებს და თვითშეგრძნებას აუმჯობესებს.

ნაბახუსევი ადვილად რომ გადაიტანოთ, დილით, უზმოზე, 5-10 აბი გააქტიურებული
ნახშირი დალიეთ. ის ნაწლავიდან ალკოჰოლის ნარჩენებს შეიწოვს და მკვეთრად შეამცირებს შემაწუხებელ სიმპტომებს.

აუცილებლად სანახავი:ბუასილის ყველაზე ეფექტური სამკურნალო რეცეფტები , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია